ლონდონის ოლიმპიური თამაშები

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ლონდონის ოლიმპიადის შედეგები შეაჯამეს

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მხოლოდ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა, ეს ოლიმპიადა საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა.

,,დარწმუნებული ვარ, ეს ბიჭები შემდეგი ოლიმპიადისთვის უფრო კარგად მოემზადებიან. ამ ოლიმპიადას კი დადებითად ვაფასებ. ჩვენი გეგმა იყო, რომ აგვეღო 7-8 მედალი, თუმცა გული მწყდება რომ მხოლოდ ერთ ოქროს მედალზე მეტი ვერ მოვიპოვეთ. აქ იყო სხვადასხვა მომენტები, ერთ შემთხვევაში მსაჯების შეცდომა. დანარჩენ შემთხვევები შეიძლება გამოუცდელობასაც დავაბრალოთ. მთლიანობაში 5-ბალიანი სისტემით ამ ოლიმპიადას ჩვენი ნაკრებისთვის 4 პლიუსით შევაფასებდი", - განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემაა ის, რომ მედლები ნაკრებმა მხოლოდ ჭიდაობაში მოიპოვა - ,,აუცილებელია კარგად მოვემზადოთ სპორტის სხვა სახეობებშიც. ვფიქრობ, რომ შემდეგ ოლიმპიადაზე კალათბურთელების ასპარეზობაც შესაძლებელი იქნება’’, - განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.

კომენტარები