ოლიმპიური თამაშები

ლონდონის ოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოცხადდა

ლონდონში, სტრადფორდის სტადიონზე, რიგით ოცდამეათე ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა. სააფხულო  ოლიმპიური თამაშების  გახსნის ცერემონიალს 80 000 მაყურებელი დაესწრო, მილიარდზე მეტმა ადამიანმა კი მას ტელეეკრანებიდან ადევნა თვალი.ოლიმპიური თამაშები გახსნილად ოფიციალურად დედოფალმა ელისაბედ მეორემ გამოაცხადა.

რეჟისორმა დენი ბოილმა სცენაზე გააცოცხლა ქვეყნის ისტორიისა თუ ბრიტანული ზღაპრის ფრაგმენტები. გრადნიოზულმა წარმოდგენამ ოთხ საათს  გასტანა და ამ დროის განმავლობაში მაყურებელს საშუალება მიეცა, პირდაპირ ეთერში ეხილა ის ლეგენდარული სახეები თუ პერსონაჟები, რომლითაც გაერთიანებული სამეფო განსაკუთრებით ამაყობს: ჯეიმს ბონდი, დედოფალ ელისაბედის მონაწილეობით, პოლ მაკარტნი სიმღერით Hey Jude, როუენ ატკინსონი-მისტერ ბინი, ჰარი პოტერი. სტადიონზე ცოცხლად დაუკრა ლონდონის სიმფონიურმა ორკესტრმა...

წარმოდგენა ტრადიციულად, ოლიმპიური ცეცხლის ანთებით დასრულდა. გახსნის ცერემონიალში 10 000-მა ათლეტმა მიიღო მონაწილეობა. საქართველო ლონდონის ოლიმპიადაზე 35 კაციანი გუნდით წარსდგა.

კომენტარები