ტაჯიკეთი

ტაჯიკეთის ოპოზიციონერი აქტივისტები პუტინს დახმარებას სთხოვენ

ტაჯიკეთის ოპოზიციონერმა აქტივისტემა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ძალადობის დასრულებაში დახმარება სთხოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა РБК daily ავრცელებს.

რუსეთი ”ერთადერთი ავტორიტეტული ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია მდგომარეობაზე გავლენის მოხდენა და შეუძლია მოუწოდოს დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ,” განაცხადა პრესკონფერენციაზე ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა იკბოლშო მუბორაშკოევმა.  მან იქვე გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და ის მთავრობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.  მუბორაშკოევის თქმით, სამხედრო ოპერაცია, რომელიც მთიან ბადახშანში მიმდნარეობს, ოპოზიციის შევიწროვებას ემსახურება. 

გასულ კვირას მთიან ბადახშანში რეგიონის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი გენერალი აბდულო ნაზაროვი მოკლეს. პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა სამხედრო ოპერაციის დაწყება ბრძანა, რომლის მიზანიც ტერაქტში ეჭვმიტანილი ტოლიბ აომბეკოვის დაკავება იყო. აომბეკოვი 1997 წლის სამოქალაქო ომის დროს ოპოზიციის ლიდერი იყო. 

ოფიციალური ცნობებით, სამხედრო ოპერაციის დროს 42 ჯარისკაცი დაიღუპა. სხვადასხვა მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია სამოქალაქო მსხვერპლის შესახებაც. 

მთლიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი ავღანეთს, ჩინეთს და ყირგიზეთს ესაზღვრება. რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილი ეთნიკურად პამირია, რელიგიურად კი შიიტი მუსლიმი. ქვეყნის დანარჩენი ნაწილი სუნიტურია.  ავღანეთიდან გამდინარე ნარკოტიკების 30% სწორედ ამ რეგიონზე გადის.

 

კომენტარები