რეპორტაჟი

რაბათის ღმერთები

image#10207#1#ბევრს უად­ვილ­დე­ბა გა­იხ­სე­ნოს, რომ თბი­ლის­ში არ­სე­ბობს ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა, სა­დაც მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი, მუს­ლი­მუ­რი, სომ­ხუ­რი, კა­თო­ლი­კუ­რი და ებ­რა­უ­ლი სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის გვერ­დით დგას, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად შეხ­ვ­დე­ბით ადა­მი­ანს, ვინც მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მსგავს მა­გა­ლი­თად, ახალ­ცი­ხის უძ­ვე­ლეს უბანს, რა­ბათს მო­გიყ­ვანთ. არა­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ალ­ბათ არ­სად იგ­რ­ძ­ნო­ბა ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ისე, რო­გორც აქ. თუმ­ცა, რა­ბა­თის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც ტო­ლე­რან­ტო­ბის სიმ­ბო­ლოც უწო­დეს, აღ­დ­გე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ (რომელიც ერ­თი წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს), სა­ვა­რა­უ­დოდ, მეტს ეცო­დი­ნე­ბა.

ჩვენც სწო­რედ რა­ბა­თის კომ­პ­ლექ­სის მიმ­დი­ნა­რე რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­ნა­ხა­ვად და ახალ­ცი­ხის უკეთ გა­საც­ნო­ბად გა­ვე­შუ­რეთ. კომ­პ­ლექსს ახალ­ცი­ხე­ში შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე შე­ამ­ჩ­ნევთ, ის ამა­ვე სა­ხე­ლო­ბის უძ­ვე­ლეს უბან­ში მდე­ბა­რე­ობს. ეს ცი­ხე-­ქა­ლა­ქი და კომ­პ­ლექ­სი არის კი­დეც უძ­ვე­ლე­სი ახალ­ცი­ხე. მის შუ­ა­გულ­ში ყვე­ლა­ზე მკვეთ­რად ახ­მე­დი­ეს მე­ჩე­თის ოქ­როს­ფე­რი გუმ­ბა­თი იკ­ვე­თე­ბა. ის მე­დი­ა­ვის­ტუ­რი გა­ლავ­ნის სიღ­რ­მი­დან მო­ჩანს.

ქა­ლაქ­ში ჩა­სუ­ლე­ბი პირ­ვე­ლად სწო­რედ ცი­ხე-­ქა­ლა­ქის­კენ მი­მა­ვალ გზას გა­ვუ­ყე­ვით. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­მო შე­მოვ­ლი­თი გზით მოგ­ვი­წია წას­ვ­ლა, რა­მაც გა­რე­მო­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა. ძვე­ლი ახალ­ცი­ხე, „მატიანე ქარ­თ­ლი­სა­

ის” ცნო­ბით, მეცხ­რე სა­უ­კუ­ნე­ში გუ­ა­რამ მამ­ფალს აუშე­ნე­ბი­ა. ის მდი­ნა­რე ფოცხო­ვის ორი­ვე ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე­ობს – მარ­ჯ­ვე­ნა ნა­პი­რი ვა­კე­ა, მარ­ცხე­ნა – მთა­გო­რი­ა­ნი. ქა­ლა­ქის უბ­ნე­ბი აქ მხო­ლოდ მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში გაჩ­ნ­და. სწო­რედ მარ­ცხე­ნა ნა­წილ­შია რა­ბა­თი.

ჯა­ყე­ლე­ბის ყო­ფი­ლი რე­ზი­დენ­ცია სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­მო მტვერ­ში იყო გახ­ვე­უ­ლი. გა­ლა­ვანს მიღ­მა მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი და ბევ­რად მას­შ­ტა­ბუ­რი სა­ნა­ხა­ო­ბა დაგ­ვხ­ვ­და, ვიდ­რე ვე­ლო­დით. თა­ვა­უ­ღებ­ლად მუ­შა­ო­ბენ – მშენებლობა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 16 აგ­ვის­ტოს­თ­ვის უნ­და დას­რულ­დეს. ამ დროს კომპლექსი გაიხსნება და სტუმრების მიღებასაც დაიწყებენ.

რა­ბა­თის ცი­ხე შვიდ ჰექ­ტარ­ზეა გაშ­ლი­ლი, აქ ქარ­თუ­ლი, თურ­ქუ­ლი და რუ­სუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ნი­მუ­შე­ბი გვხვდე­ბა. ეს ერ­თი შე­ხედ­ვით ეკ­ლექ­ტუ­რი სა­ნა­ხა­ო­ბა სამ­ხ­რეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ას ასა­ხავს. ძეგ­ლე­ბიც ის­ტო­რი­ის წიგ­ნ­ზე უკეთ მო­გითხ­რო­ბენ ამ კომ­პ­ლექ­სის თავ­გა­და­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

რა­ბა­თის ცი­ხე-­ქა­ლა­ქი პი­რო­ბი­თად ორ ნა­წი­ლად შეგ­ვიძ­ლია დავ­ყოთ – ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი შე­და­რე­ბით მაღ­ლა მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ძეგ­ლე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ა-­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. მათ შო­რის, ძვე­ლი აბა­ნო­ე­ბის, მე­ჩე­თის, ჯა­ყე­ლე­ბის სა­სახ­ლის და ცი­ტა­დე­ლის. ყუ­რადღე­ბას სწო­რედ ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი იქ­ცევს, რად­გან კომ­პ­ლექ­სის ყვე­ლა­ზე მა­ღალ წერ­ტილს წარ­მო­ად­გენს. ცი­ტა­დე­ლამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლად ჯერ მე­ჩეთ­სა და ფა­შას მო­სას­ვე­ნე­ბელ ოთახს შო­რის გავ­ძ­ვე­რით, შემ­დეგ მე­ჩეთ­სა და მედ­რე­სეს შო­რის.

ამ ცი­ხე­ში ტყვე­თა დი­ლე­გიც იყო. ზო­გა­დად, ახალ­ცი­ხე ტყვე­თა ყიდ­ვა-­გა­ყიდ­ვის ცენ­ტ­რი ყო­ფი­ლა, აქ იყ­რიდ­ნენ თავს გუ­რია-­სა­მეგ­რე­ლო­-ი­მე­რე­თი­დან მო­ტა­ცე­ბუ­ლი, ტყვედ ჩა­ვარ­დ­ნი­ლი, ან ნა­ყი­დი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ სტამ­ბოლ­ში გაჰ­ყავ­დათ. რო­გორც ის­ტო­რი­კო­სი და­ვით ხოშ­ტა­რია ამ­ბობს, შე­საძ­ლო­ა, ცი­ტა­დე­ლის კოშ­კი ქა­ლა­ქის და­არ­სე­ბის დრო­ინ­დელ ფე­ნას მა­ლავ­დეს, თუმ­ცა ამის ბო­ლომ­დე და­დას­ტუ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა.

ცი­ტა­დელ­თან ახ­ლოს ჯა­ყე­ლე­ბის სა­სახ­ლე დგას. ის ჩვე­ნამ­დე ნან­გ­რე­ვე­ბის სა­ხით იყო მო­სუ­ლი, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში კი აღ­დ­გა და გა­და­ი­ხუ­რა იმის­თ­ვის, რომ აქ მუ­ზე­უ­მი გან­თავ­ს­დეს. „ჩვენი მი­ზა­ნი­ა, ერ­თი მხრივ, შე­ნარ­ჩუნ­დეს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და მე­ო­რე მხრივ, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყოს. ანუ ეს არ იყოს უბ­რა­ლოდ ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლი, რო­მე­ლიც არ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს”, – ამ­ბობს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი და­ვით ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე. მი­სი თქმით, კომ­პ­ლექ­ს­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი მუ­ზე­უ­მის კონ­ცეფ­ცია მიზ­ნად ისა­ხავს, რომ ტუ­რის­ტ­მა არა მხო­ლოდ ნა­ხოს კი­დევ ერ­თი მუ­ზე­უ­მი, არა­მედ მას­თან კონ­ტაქ­ტ­ში შე­ვი­დეს. ამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფუნ­ქ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ისი­ნი სი­მარ­ტი­ვი­თა და თხრო­ბით აპი­რე­ბენ. მო­სათხ­რო­ბი კი ამ მხა­რე­ზე, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი­ა.

მუ­ზე­უმ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი მნახ­ველს ბრინ­ჯა­ოს ხა­ნა­ზე მო­უთხ­რო­ბენ. ეს ის ტე­რი­ტო­რი­ა­ა, სა­დაც ად­რე­უ­ლი მე­ტა­ლურ­გი­ის ნიშ­ნე­ბია ნა­პოვ­ნი. მათ შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ვა მზის დის­კო­ე­ბი. მე­ო­რე ნა­წი­ლი ან­ტი­კურ ხა­ნა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა. ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე ამ­ბობს, რომ ექ­ს­პო­ნა­ტე­ბით შე­ეც­დე­ბი­ან აჩ­ვე­ნონ, რო­გორ უკავ­შირ­დე­ბო­და ან­ტი­კუ­რი კოლ­ხე­თი ანა­ტო­ლი­ას. შემ­დეგ ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის რე­ნე­სან­სი, „თუ რო­გორ ხდე­ბო­და ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა. რო­გორ იყო ეს მხა­რე ერ­თ­-ერ­თი მთა­ვა­რი ბირ­თ­ვი, რომ­ლის ირ­გ­ვ­ლი­ვაც მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო იკ­ვ­რე­ბო­და. ვაჩ­ვე­ნებთ ოს­მალ­თა ბა­ტო­ნო­ბა­საც”. ექ­ს­პო­ნა­ტე­ბის მი­მობ­ნე­ვას კომ­პ­ლექ­სის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აპი­რე­ბენ, რაც მუ­ზე­უ­მის ში­ნა­არსს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას შე­მა­ტებს. მა­გა­ლი­თად, ახ­მე­დი­ეს მე­ჩეთ­ში, რო­მე­ლიც ცი­ხის ცენ­ტ­რ­ში დგას, კვლავ ეპიგ­რა­ფი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა იქ­ნე­ბა, თუმ­ცა აქ თა­ვად მუ­ზე­უ­მის კედ­ლებს არა­ნაკ­ლე­ბი ის­ტო­რია აქვთ, ვიდ­რე გა­მო­ფე­ნილ ნი­მუ­შებს.

ახ­მე­დი­ეს მე­ჩე­თი, გა­მუს­ლი­მე­ბულ ათა­ბაგ­თა შთა­მო­მა­ვალს, ახ­მედ ფა­შა ჯა­ყელს 1752 წელს აუშე­ნე­ბი­ა. მე­თექ­ვ­ს­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან სამ­ცხე-­სა­ა­თა­ბა­გო ირან­-ოს­მა­ლე­თის ზა­ვით მთლი­ა­ნად ოს­მა­ლუ­რი იმ­პე­რი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნ­და, ხო­ლო ორ­მო­ცი­ო­დე წლის შემ­დეგ, ახალ­ცი­ხის ფა­შე­ბად გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბუ­ლი ათა­ბა­გე­ბი ინიშ­ნე­ბოდ­ნენ. ახ­მედ ფა­შა ჯა­ყელ­მა იტა­ლი­ელ არ­ქი­ტექ­ტორს მე­ჩე­თი ააშე­ნე­ბი­ნა, თუმ­ცა მის აგე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალ­ცი­ხე­ში ბევრს ლე­გენ­დის გახ­სე­ნე­ბა უფ­რო მოს­წონს – ამ­ბო­ბენ, რომ ის ქარ­თ­ველ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა სტამ­ბოლ­ში მდგარ წმინ­და სო­ფი­ას ტა­ძარს მი­ამ­ს­გავ­სა, ფა­შა კი ჩა­ნა­ფიქრს მი­უხ­ვ­და და სი­ცოცხ­ლეს გა­მო­ა­სალ­მა.

ალ­ბათ თქმუ­ლე­ბა მე­ჩე­თის ამ­ჟა­მინ­დელ­მა არ­ქი­ტექ­ტუ­რამ წარ­მოშ­ვა. თუ აია სო­ფი­ას ტა­ძა­რი დღეს მე­ჩე­თად არის გა­და­კე­თე­ბუ­ლი, ახ­მე­დი­ემ სა­პი­რის­პი­რო ბე­დი გა­ი­ზი­ა­რა – ის ჯერ მე­ჩე­თი იყო, ხო­ლო შემ­დეგ­ში ეკ­ლე­სი­ად გა­და­კეთ­და. სა­კურ­თხე­ვე­ლი მე­ჩეთს მას შემ­დეგ მი­ად­გეს, რაც მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ოცი­ან წლებ­ში, ქარ­თ­ველ­თა და რუს­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ლაშ­ქარ­მა, გე­ნე­რალ პას­კე­ვი­ჩის მე­თა­უ­რო­ბით, ცი­ხე აიღო. სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ახალ­ცი­ხის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­ლაშ­ქ­რე­ბა რუ­სეთ­მა ჯერ კი­დევ 1810 წელს სცა­და, მაგ­რამ ქა­ლა­ქი ვერ და­იპყ­რო. რუ­სებ­მა ამის გა­კე­თე­ბა მხო­ლოდ 18 წლის შემ­დეგ შეძ­ლეს. 1829 წლის სექ­ტემ­ბერ­ში კი, ად­რი­ა­ნო­პო­ლის ზა­ვით, თურ­ქეთ­მა რუ­სეთს ახალ­ცი­ხის სა­ფა­შოს ნა­წი­ლი და­უბ­რუ­ნა და ახალ­ცი­ხე კვლავ სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­მო­უ­ერ­თ­და. რუ­სე­თის მმარ­თ­ვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში აქ აღ­დ­გა წმინ­და მა­რი­ნეს მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­აც.

ჩვე­ნი მეგ­ზუ­რი გა­ლავ­ნი­დან თი­თით გვა­ნიშ­ნებს ფერ­დო­ბის­კენ და გვიყ­ვე­ბა – აი, იქ იდ­გა პას­კე­ვი­ჩის არ­მი­ა, შემ­დეგ ყუმ­ბა­რა მე­ჩე­თის თავ­ზე მდგარ ნა­ხე­ვარ­მ­თ­ვა­რეს და­უ­მიზ­ნა და ძირს ჩა­მო­აგ­დო­ო. ნა­ხე­ვარ­მ­თ­ვა­რის ჩა­მოგ­დე­ბა იქ­ვე მდგა­რი მედ­რე­სეს – მუს­ლი­მუ­რი უმაღ­ლე­სი სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლის გა­უქ­მე­ბა­საც ნიშ­ნავ­და. დღეს ისიც რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი­ა. ახალ­ცი­ხის მედ­რე­სე, და­ვით ხოშ­ტა­რი­ას თქმით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნი­მუ­ში­ა, „აღმოსავლეთ ანა­ტო­ლი­ა­ში მსგავ­სი სულ ერ­თი­-ო­რია შე­მორ­ჩე­ნი­ლი”. მედ­რე­სეს წი­ნა მხა­რე ღია გა­ლე­რე­ა­ა, რო­მე­ლიც ეზოს ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს – ამავ­დ­რო­უ­ლად, კო­რი­დო­რი­ცა­ა, რომ­ლი­თაც მუს­ლი­მი სტუ­დენ­ტე­ბი სა­კუ­თარ ოთა­ხებ­სა და კლა­სებ­ში შე­დი­ოდ­ნენ.

ჯერ კი­დევ შარ­შან, აქ არ­სე­ბუ­ლი მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი მედ­რე­სე­ე­ბი­სა და აბა­ნო­ე­ბის კა­ტას­ტ­რო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ჩი­ოდ­ნენ, ხო­ლო თა­ვად მე­ჩეთ­ზე აცხა­დებ­დ­ნენ, რომ სა­ხუ­რა­ვის გარ­და, ის არაფ­რის შეც­ვ­ლას სა­ჭი­რო­ებ­და. სა­ხუ­რა­ვი შე­უც­ვა­ლეს კი­დეც, მან ოქ­როს­ფე­რი მი­ი­ღო. არც მე­ჩეთ­სა და არც მედ­რე­სეს, წი­ნან­დე­ლი ფუნ­ქ­ცი­ით, არა­ვინ გა­მო­ი­ყე­ნებს. ისე­ვე, რო­გორც წმინ­და მა­რი­ნეს მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას არ მი­ე­ცე­მა საღ­ვ­თის­მ­სა­ხუ­რო ფუნ­ქ­ცი­ა. ზო­გა­დად, კომ­პ­ლექსს რე­ლი­გი­ურ­-­სა­კულ­ტო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა. აქ მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ას, სხვა­დას­ხ­ვა პე­რი­ო­დის ძეგ­ლებს გა­ეც­ნო­ბა და დას­ვე­ნე­ბა­საც შეძ­ლებს.

რო­გორც ად­გილ­ზე აგ­ვიხ­ს­ნეს, მი­ზა­ნი ისი­ცა­ა, რომ აქ ამო­სულ სტუ­მარს, გა­ლა­ვანს მიღ­მა გას­ვ­ლა არაფ­რის­თ­ვის დას­ჭირ­დეს. ამი­ტომ, კომ­პ­ლექ­სის მე­ო­რე ნა­წილ­ში სას­ტუმ­რო, ღა­მის ბა­რი, კა­ფე­ე­ბი და სა­ვაჭ­რო ცენ­ტ­რი აშენ­და. აქ­ვე გან­თავ­ს­და ამ­ფი­თე­ატ­რიც, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა წარ­მოდ­გე­ნას უმას­პინ­ძ­ლებს. ცი­ხის შიგ­ნით თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის და­კა­ნო­ნე­ბა­საც შეძ­ლებთ – ე.წ. სიყ­ვა­რუ­ლის ხე­ივ­ნის მიღ­მა, ცი­ხის ბო­ლო­ში, ქორ­წი­ნე­ბის მომ­ც­რო სახ­ლი დგას, რკი­ნის კარ­ზე წარ­წე­რე­ბია ამოტ­ვიფ­რუ­ლი, რომ­ლის გარ­ჩე­ვაც ჭირს და რაც უფ­რო მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბით, კი­დევ უფ­რო რთულ­დე­ბა.

ჩვე­ნი წვა­ლე­ბის შემ­ყუ­რე ერ­თ­-ერ­თი მუ­შა ჯერ რჩე­ვას გვაძ­ლევს, რომ შო­რი­დან შევ­ხე­დოთ, შემ­დეგ კი თა­ვად გვეხ­მა­რე­ბა წარ­წე­რის ამო­კითხ­ვა­ში. კარ­ზე ვკითხუ­ლობთ: „მშვენიერია შე­ნი ღაწ­ვე­ბი შემ­კულ­ნი, თან წარ­მი­ტა­ცე და ერ­თად წა­ვი­დეთ, სა­ხე­ლი შე­ნი არის დაღ­ვ­რი­ლი ნელ­საცხე­ბე­ლი. სან­ატ­რე­ლი ხარ, სატ­რ­ფოვ მშვე­ნი­ე­რო, მითხარ, სად ის­ვე­ნებ მად­ლის ხვატ­ში, რად­გან ღვი­ნო­ზე ტკბი­ლია შე­ნი ალერ­სი”. არ დად­გე­ბა თქვენ­გან შამ­პო­ლი­ო­ნი, – გვითხ­რა ჩვენ­მა მეგ­ზურ­მა და გა­სას­ვ­ლე­ლის­კენ გაგ­ვიძღ­ვა.

ცი­ხე მთა­ვა­რი კა­რიბ­ჭით დავ­ტო­ვეთ და იმა­ვე უბან­ში მდგარ სი­ნა­გო­გას მი­ვა­კითხეთ. „დიდი” სი­ნა­გო­გის კარ­თან ხნი­ე­რი მა­მა­კა­ცი, თავ­ზე ლურ­ჯი კი­პა­თი და ივ­რით­ზე და­წე­რი­ლი ლოც­ვა­ნით ხელ­ში გუ­ლი­ა­ნად მოგ­ვე­სალ­მა. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ტე­რე­სის საგ­ნად ახალ­ცი­ხე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი იქ­ც­ნენ, სი­ნა­გო­გა­ში შეგ­ვიძღ­ვა. ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე მრა­ვალ ენა­ზე გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ებ­რა­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ა, ყვი­თე­ლი ფურ­ც­ლე­ბით. ზედ ახალ­ცი­ხის ყო­ფი­ლი ხა­ხა­მე­ბი­სა და რა­ბი­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი აწყ­ვი­ა.

ბა­ტო­ნი სი­მო­ნის თქმით, სი­ნა­გო­გას რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას უპი­რე­ბენ. ის ხის გრძელი სკა­მის­კენ მიგ­ვი­თი­თებს და თხრო­ბას იწყებს – „1863 წელს აშენ­და ეს სი­ნა­გო­გა. მე­ო­რე პა­ტა­რა სი­ნა­გო­გა 1902 წელს არის აგე­ბუ­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 400-500 წლის ის­ტო­რია აქვს ამ მხა­რეს და­სახ­ლე­ბუ­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბას. 1970-იან წლებ­ში აქ 3000 ებ­რა­ე­ლი ცხოვ­რობ­და. რა­საც ამ უბან­ში სახ­ლებს ხე­დავთ, სულ ებ­რა­ე­ლე­ბის იყო. მეჩ­ვიდ­მე­ტე სა­უ­კუ­ნი­დან არ­სე­ბობს ეს სა­საფ­ლა­ო. 8 ებ­რა­ე­ლია ახ­ლა დარ­ჩე­ნი­ლი ახალ­ცი­ხე­ში. ყვე­ლა პენ­სი­ო­ნე­რი. და­ნარ­ჩე­ნე­ბი ის­რა­ელ­ში დაბ­რუნ­დ­ნენ”. – ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ებ­რა­უ­ლი ლოც­ვის­თ­ვის სა­ჭი­რო ათი მორ­წ­მუ­ნე ვერ იკ­რი­ბე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი შეკ­ვე­ცი­ლი წე­სით მო­იხ­სე­ნე­ბენ იერუ­შა­ლემს.

მე­ო­რე, „პატარა” სი­ნა­გო­გა მოქ­მე­დი არაა. რო­გორც ად­გილ­ზე გვითხ­რეს, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს იქ სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი ამოქ­მე­დე­ბუ­ლა, დღეს კი შიგ­ნით არა­ფე­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს.

ახალ­ცი­ხე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი სხვა ქარ­თ­ვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის­გან პი­რე­ნე­უ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან. ისი­ნი ლა­დი­ნო­ზე – ებ­რა­ულ­-ეს­პა­ნურ ენა­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ. ახალ­ცი­ხის ებ­რა­ულ სა­საფ­ლა­ო­ზე კი ნა­პოვ­ნია ქვე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­დაც­ვ­ლი­ლებს „სენიორებად” მო­იხ­სე­ნი­ებს. „ძველი აღ­თ­ქ­მა წა­გი­კითხავთ?” – მოგ­ვ­მარ­თავს ის, რო­ცა ძვე­ლი სი­ნა­გო­გის კედ­ლებ­ზე მხატ­ვ­რო­ბას გვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს. „ძველ აღ­თ­ქ­მას რა­ტომ ეძა­ხით?” – ვპა­სუ­ხობთ გაკ­ვირ­ვე­ბულ­ნი, ებ­რა­ულ თო­რას, ანუ მო­სეს ხუთ­წიგ­ნე­ულს ებ­რა­ე­ლე­ბი ასე არ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რად­გან თუ ახა­ლი აღ­თ­ქ­მის არ გწამს, არც ის ძვე­ლია – ძვე­ლი. ბა­ტო­ნი სი­მო­ნი გან­გ­ვი­მარ­ტავს, რომ ქრის­ტი­ა­ნებს სა­კუ­თარ ენა­ზე ესა­უბ­რე­ბა. ახალ­ცი­ხე­ში ამას­თან შეჩ­ვე­ვა ად­ვი­ლი­ა. მულ­ტი­რე­ლი­გი­ურ­მა გა­რე­მომ, აბ­რა­ა­მუ­ლი რე­ლი­გი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ერ­თ­მა­ნე­თის ენა­ზე მეტყ­ვე­ლე­ბა ას­წავ­ლა. რო­ცა დი­დი ხნის მან­ძილ­ზე შენს მე­ზობ­ლად კა­თო­ლი­კე­ე­ბი, სომ­ხუ­რი წე­სის კა­თო­ლი­კე­ე­ბი, სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის შვი­ლე­ბი, მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბი და მუს­ლი­მე­ბი ცხოვ­რო­ბენ, ეს გა­სა­გე­ბი­ა.

სი­ნა­გო­გის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ, ფე­ხით გა­ვუ­ყე­ვით გზას რა­ბათ­ში მდგა­რი კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის­კენ. მეთ­ვ­რა­მე­ტე-­მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ტა­ძა­რი და სამ­რეკ­ლო წლე­ბის მან­ძილ­ზე ნან­გ­რე­ვე­ბად იყო ქცე­უ­ლი. შარ­შან ის სა­ხელ­მ­წი­ფომ ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ლა­თი­ნუ­რი წე­სის კა­თო­ლი­კე­თა სა­მო­ცი­ქუ­ლო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას გა­დას­ცა. ჩვენ ის ნა­ხევ­რად აღ­დ­გე­ნი­ლი და რე­მონ­ტ­ში მყო­ფი დაგ­ვ­ხ­ვ­და. გაგ­ვი­მარ­თ­ლა, ეზო­დან­ვე შევ­ნიშ­ნეთ ქარ­თ­ვე­ლი კა­თო­ლი­კე­ე­ბი. მა­მა ზუ­რაბ კა­კა­ჩაშ­ვი­ლი­სა და მა­მა გაბ­რი­ე­ლე ბრა­გან­ტი­ნის გარ­შე­მო შეკ­რე­ბი­ლი მრევ­ლი იტა­ლი­ელ მი­სი­ო­ნე­რებს ყუ­რადღე­ბით უს­მენ­და. ისი­ნი კი პაპ ბე­ნე­დიქ­ტე­ზე და რო­ზა­რი­ოს, იმა­ვე სა­ვარ­დ­ზე ლოც­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე ქა­და­გებ­დ­ნენ. „ადრე რა­ბა­თის უბ­ნის ამო­სახ­ვევ­თან წარ­წე­რა იყო –

რა­ბა­თი ტო­ლე­რან­ტო­ბის სიმ­ბო­ლო, ხო­ლო კა­თო­ლი­კე­ებს თა­ვი­სი კუთ­ვ­ნი­ლი ტა­ძა­რი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი არ გვქონ­და”, – ღი­მი­ლით გვე­უბ­ნე­ბა მა­მა გაბ­რი­ე­ლე და ნე­ბას გვრთავს ტაძ­რის ჯერ კი­დევ შე­უ­რე­მონ­ტე­ბელ სა­კურ­თხე­ველ­ში შე­ვი­დეთ. რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, აქ ბე­ნე­დიქ­ტელ­თა ორ­დე­ნის, კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბი­თა და მა­ღა­ლი ას­კე­ტუ­რი წე­სით გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ნაზ­ვ­ნე­ბი ილო­ცე­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ, სა­კურ­თხე­ველ­სა და შუა ტა­ძარს შო­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი კან­კე­ლი აღი­მარ­თე­ბა, რა­თა ერი ბე­რის­გან გაჰ­ყოს. უკა­ნა მხა­რეს მათ­თ­ვის მო­ნას­ტე­რიც აშენ­და.

ტა­ძა­რი სომ­ხუ­რი წე­სის კა­თო­ლი­კე­ებს აუშე­ნე­ბი­ათ, ასე რო­მის პა­პის ის მრევ­ლი იწო­დე­ბა, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად იზი­ა­რებს კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ის დოქ­ტ­რი­ნას, მაგ­რამ ეროვ­ნულ ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა­სა და წეს-­ჩვე­უ­ლე­ბებს ინარ­ჩუ­ნებს. ტაძ­რის ეზო­ში პატ­რი ივა­ნე გვა­რა­მა­ძეა დაკ­რ­ძა­ლუ­ლი. ამ დრო­ის მან­ძილ­ზე აქ ქარ­თ­ველ­მა კა­თო­ლი­კე­ებ­მა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თ­ვის ბევ­რი გა­ა­კე­თეს. იმა­ვე ივა­ნე გვა­რა­მა­ძემ 1880-იანი წლე­ბი­დან შექ­მ­ნა ის ის­ტო­რი­უ­ლი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბის კო­ლექ­ცი­ა, რო­მე­ლიც ახალ­ცი­ხის მუ­ზე­უ­მის შექ­მ­ნას და­ე­დო სა­ფუძ­ვ­ლად.

რა­ბათ­ში, კონ­ფე­სი­ა­თა სიმ­რავ­ლის გა­მო, რწმე­ნის გარ­ჩე­ვა პირ­ჯ­ვ­რის წე­რი­თაც შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. მა­გა­ლი­თად, ჩვენ ვი­ცით, რომ კა­თო­ლი­კე­ე­ბი, ხუ­თი გაშ­ლი­ლი თი­თით, მარ­ცხ­ნი­დან მარ­ჯ­ვ­ნივ იწე­რენ პირ­ჯ­ვარს. მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბი, სა­მი შეკ­რუ­ლი თი­თით, მარ­ჯ­ვ­ნი­დან – მარ­ცხ­ნივ. ხო­ლო სო­მე­ხი „გრიგორიანელები” და სო­მე­ხი კა­თო­ლი­კე­ე­ბი, მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ­თა მსგავ­სად, ოღონდ მარ­ცხ­ნი­დან – მარ­ჯ­ვ­ნივ.

ამ უკა­ნას­კ­ნელ­თა გარ­ჩე­ვა და­მაბ­ნე­ვე­ლი­ა, სწო­რედ ამი­ტომ, სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის წირ­ვა­ზე მი­მა­ვალ მრევლს, რო­მელ­საც გზა­ში შევ­ხ­ვ­დით, პირ­ვე­ლი ეს ვკითხეთ – „კათოლიკოსი გა­რე­გი­ნი..?” – „დიახ, დი­ახ”, – მოგ­ვი­გო ქალ­ბა­ტონ­მა რო­ზა პეტ­რო­სი­ან­მა, რო­მე­ლიც ახალ­ცი­ხის სომ­ხურ სკო­ლა­ში ქარ­თულს ას­წავ­ლის.

სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა ახალ­ცი­ხე­ში შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან ცხოვ­რობს. მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა რუ­სეთ­-­თურ­ქე­თის ომის შემ­დეგ გა­ი­ზარ­და, რო­ცა და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ხ­რე­თი შე­მო­უ­ერ­თ­და. პას­კე­ვიჩ­მა აქ თურ­ქე­თი­დან სომ­ხე­ბი ჩა­მო­ა­სახ­ლა. ისი­ნი რა­ბათ­ში და­სახ­ლ­დ­ნენ და სწო­რედ მა­შინ აიგო ორი ეკ­ლე­სი­ა. 2002 წლის მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რის მი­ხედ­ვით, მთლი­ა­ნად სამ­ცხე-­ჯა­ვა­ხეთ­ში 208 ათა­სამ­დე კა­ცი ცხოვ­რობ­და, მათ­გან 43 პრო­ცენ­ტი ქარ­თ­ვე­ლი იყო, 54 პრო­ცენ­ტი კი ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ახალ­ცი­ხის რა­ი­ონს, აქ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ქარ­თ­ვე­ლე­ბი არი­ან – ისი­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 61 პრო­ცენტს შე­ად­გენ­დ­ნენ. ეთ­ნი­კუ­რად სომ­ხე­ბი კი 37-ს. მათ­თან ერ­თად ახალ­ცი­ხის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ რუ­სე­ბი, ბერ­ძ­ნე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ოსე­ბი, აფხა­ზე­ბი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი. თუმ­ცა მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რე­ა. ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნის მთლი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბი­დან ნა­ხე­ვა­რი ქა­ლა­ქად, ხო­ლო მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი სოფ­ლად ცხოვ­რობს.

რო­ზა პეტ­რო­სი­ა­ნის გვერ­დით მო­ხუ­ცი მომ­ლოც­ვე­ლე­ბი არი­ან, ისი­ნი ქარ­თუ­ლად ვერ ლა­პა­რა­კო­ბენ და ცდი­ლო­ბენ, კითხ­ვე­ბი თა­ვი­დან აირი­დონ. თა­ვის მხრივ, აქ­ტი­უ­რობს ქალ­ბა­ტო­ნი რო­ზას შვი­ლი, მა­რი­ა­მი, რო­მე­ლიც ქარ­თულს დე­და­ზე უკეთ ფლობს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­და ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი­ა. ეს სუ­რა­თი ენის ცოდ­ნის მხრივ მდგო­მა­რე­ო­ბას კარ­გად ასა­ხავს. ახალ­ცი­ხე­ში, უფ­როს თა­ო­ბას, ქარ­თუ­ლად სა­უ­ბა­რი ან უჭირს, ან არ შე­უძ­ლია – ხო­ლო ახალ­გაზ­რ­დე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გად ლა­პა­რა­კო­ბენ.

რო­ზა პეტ­რო­სი­ა­ნი ახალ­ცი­ხის სომ­ხურ სკო­ლა­ში სომ­ხურ­სა და ქარ­თულს ას­წავ­ლის და იხ­სე­ნებს, რომ ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის გა­მო ეთ­ნი­კუ­რად სო­მე­ხი ახალ­გაზ­რ­დე­ბი სწავ­ლას სომ­ხეთ­ში უფ­რო აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ. დღეს კი ტენ­დენ­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს­კენ გად­მო­ი­ხა­რა – პერ­ს­პექ­ტი­ვას აქეთ უფ­რო ხე­და­ვე­ნო. ქალ­ბა­ტო­ნი რო­ზა ამ­ბობს, რომ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში სა­ხელ­მ­წი­ფო პრო­ექ­ტებ­მა გა­ა­მარ­თ­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბით, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­სა­რიცხად უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თ­ვის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნას გა­მოჰ­ყოფს.

ჩვენ სომ­ხუ­რი სკო­ლის ერ­თ­-ერთ ახალ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­საც ვხვდე­ბით, რო­მე­ლიც ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და. „ხატვა უკ­ვე ჩა­ვა­ბა­რე აკა­დე­მი­ა­ში, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­სა­რიცხად, – გვე­უბ­ნე­ბა გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით, – აქ ვა­პი­რებ ცხოვ­რე­ბას და მუ­შა­ო­ბას, ისე­ვე რო­გორც მა­მა­ჩე­მი და მი­სი წი­ნაპ­რე­ბი. ეს ჩე­მი მი­წა­ა, აქ მყავს მე­გობ­რე­ბიც”. „მე ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, არ ვი­ცი კარ­გად”, – ოდ­ნა­ვი აქ­ცენ­ტით, თუმ­ცა გა­სა­გე­ბი ქარ­თუ­ლით გვე­უბ­ნე­ბა მი­სი მე­გო­ბა­რი. მან სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­გა­ნი ვერ ჩა­ა­ბა­რა – მა­თე­მა­ტი­კა, ქი­მია და ფი­ზი­კა. მო­მა­ვალ წელს ხელ­მე­ო­რედ ცდის. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ქარ­თუ­ლი ენის გა­მოც­და ყვე­ლამ დაძ­ლი­ა, ფი­ზი­კა-­მა­თე­მა­ტი­კა­ში კი ბევ­რი ჩა­იჭ­რა.

ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი ხში­რად უწევთ. პა­ტა­რა ქა­ლა­ქი­ა, ყვე­ლა ვიც­ნობთ ერ­თ­მა­ნეთს და ვმე­გობ­რობთ, პრობ­ლე­მე­ბი არ გვაქ­ვ­სო, გვე­უბ­ნე­ბი­ან. გვიყ­ვე­ბი­ან, რომ ბო­ლო დროს თურ­ქე­ბიც ჩა­მო­დი­ან საცხოვ­რებ­ლად და რამ­დე­ნი­მე თურ­ქი მე­გო­ბა­რიც გა­ი­ჩი­ნეს. ჩვენს კითხ­ვა­ზე, თუ რა ენა­ზე ესა­უბ­რე­ბი­ან მათ, გვპა­სუ­ხო­ბენ, რომ ქარ­თუ­ლად. „ტოლერანტში” (ადგილობრივი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა) სწავ­ლო­ბენ ქარ­თულ­სო.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გვი­ამ­ბო­ბენ, ახალ­ცი­ხე­ში ენის მხრივ პრობ­ლე­მე­ბი ყო­ველ­თ­ვის შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად იყო, ვიდ­რე სამ­ცხე-­ჯა­ვა­ხე­თის სხვა რე­გი­ო­ნებ­ში. თუმ­ცა პო­ზი­ტი­ურ ძვრებს იქაც აღ­ნიშ­ნა­ვენ. ახალ­ცი­ხის ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რ­ში გუ­ლი­კო ბე­ქა­უ­რი გვიყ­ვე­ბა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რე­გი­ონ­ში პო­ზი­ტი­უ­რა­დაა შეც­ვ­ლი­ლი. იხ­სე­ნებს, რომ უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში ჯა­ვა­ხეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ფო­კუს­ჯ­გუ­ფებს ატა­რებ­დ­ნენ და და­დე­ბი­თი ძვრე­ბი შე­ნიშ­ნა. თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბი კვლავ რჩე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს 2010 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბით, სამ­ცხე-­ჯა­ვა­ხე­თის არა­ქარ­თ­ვე­ლი რეს­პონ­დენ­ტე­ბი­დან, ქარ­თუ­ლი ენა 26%-მა არ იცო­და.

ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბას ხელ­მი­საწ­ვ­დომს გახ­დის, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ას შე­უწყობს ხელს და სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას გა­ა­ფარ­თო­ებს. ენობ­რი­ვი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შე­საძ­ლოა უპი­რა­ტე­სო­ბა­დაც იქ­ცეს ად­გი­ლობ­რივ სერ­ვი­სებ­ში და­საქ­მე­ბის­თ­ვის. მა­გა­ლი­თად, დე­დით სო­მე­ხი და მა­მით ქარ­თ­ვე­ლი ქრის­ტი­ნე, რო­მე­ლიც ახალ­ცი­ხის კა­ფე­ში მუ­შა­ობს, სომ­ხე­თი­დან შე­მო­მა­ვალ ტუ­რის­ტებ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა. ის ამ მხა­რის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე ცხა­დი და­დას­ტუ­რე­ბა­ა. გვე­უბ­ნე­ბა, რომ ჰყავს ხუ­თი მე­გო­ბა­რი – მათ შო­რის, ორი სო­მე­ხი, ერ­თი ებ­რა­ე­ლი, ერ­თი კა­თო­ლი­კე და ერ­თიც იაჰო­ვას მოწ­მე. მის­თ­ვის სუ­ლერ­თი­ა, რა­ბა­თის ღმერ­თე­ბი­დან რომ­ლის გწამს, ახ­ლა მას პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლა აინ­ტე­რე­სებს, ბარ­მე­ნო­ბას აპი­რებს – მი­სი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ა, თუ ტუ­რის­ტე­ბის­თ­ვის ეს მხა­რე მიმ­ზიდ­ვე­ლად იქ­ცა, გა­მო­სა­დე­გი იქ­ნე­ბა. 

 

 

 

ქა­­ლაქ ახალ­­­ცი­­ხე­­ში 4 დი­­დი სას­­­ტუმ­­­როა – რი­­ო, პრეს­­­ტი­­ჟი, მი­­რა­­ჟი და ბო­­ნა­­დე­­ა. ორ­­­კა­­ცი­­ა­­ნი ნომ­­­რე­­ბის ფა­­სი 60 ლა­­რი­­დან იწ­ყე­­ბა, ლუქ­­­სი 80-100 ლა­­რი ღირს. თით­­­ქ­­­მის ყველ­­­გან არის ინ­­­ტერ­­­ნე­­ტი, ნორ­­­მა­­ლუ­­რი სიჩ­­­ქა­­რით. სამ­­­ცხე-­­­ჯა­­ვა­­ხე­­თის რე­­გი­­ო­­ნა­­ლუ­­რი გან­­­ვი­­თა­­რე­­ბის სა­­ა­­გენ­­­ტო­­ში ამ­­­ბო­­ბენ, რომ აქ კი­­დევ ორი მი­­ნი­­მუმ სამ­­­ვარ­­­ს­­­კ­­­ვ­­­ლა­­ვი­­ა­­ნი სას­­­ტუმ­­­რო შენ­­­დე­­ბა. არ­­­სე­­ბუ­­ლი სას­­­ტუმ­­­რო­­ე­­ბის შე­­სა­­ხებ კი აც­ხა­­დე­­ბენ, რომ ინ­­­ტე­­რი­­ე­­რი­­სა და მომ­­­სა­­ხუ­­რე­­ბის მხრივ გა­­ნახ­­­ლე­­ბა და დახ­­­ვე­­წა სჭირ­­­დე­­ბათ.

მნახ­­­ველს შე­­უძ­­­ლია ორ დიდ რეს­­­ტო­­რანს ეწ­­­ვი­­ოს, ვარ­­­ძი­­ა­­სა და რო­­მან­­­ტი­­კას. ფა­­სე­­ბი თბი­­ლი­­სის რეს­­­ტორ­­­ნე­­ბი­­სას მცი­­რე­­დით ჩა­­მო­­უ­­ვარ­­­დე­­ბა, 30-40 ლა­­რის ფარ­­­გ­­­ლებ­­­ში ორ ადა­­მი­­ანს ქარ­­­თუ­­ლი სამ­­­ზა­­რე­­უ­­ლოს ძი­­რი­­თა­­დი კერ­­­ძე­­ბის და­­გე­­მოვ­­­ნე­­ბა შე­­უძ­­­ლი­­ა. ქა­­ლაქ­­­ში და­­არ­­­ს­­­და ტუ­­რის­­­ტუ­­ლი ფირ­­­მა შპს RIDERS DREAM, რო­­მე­­ლიც ვე­­ლო­­ტუ­­რებს გა­­უ­­წევს ორ­­­გა­­ნი­­ზე­­ბას. მო­­ეწ­ყო­­ბა ვე­­ლო­­სი­­პე­­დე­­ბის გა­­ქი­­რა­­ვე­­ბის ორი პუნ­­­ქ­­­ტი.

ახალ­­­ცი­­ხის რა­­ი­­ონ­­­ში, რა­­ბა­­თის ის­­­ტო­­რი­­უ­­ლი კომ­­­პ­­­ლექ­­­სის გარ­­­და, ტუ­­რის­­­ტე­­ბის­­­თ­­­ვის მიმ­­­ზიდ­­­ვე­­ლი სხვა ის­­­ტო­­რი­­უ­­ლი ძეგ­­­ლე­­ბიც არ­­­სე­­ბობს. მათ­­­გან გა­­მორ­­­ჩე­­უ­­ლი სა­­ფა­­რა­­ა, რო­­მე­­ლიც ქა­­ლა­­ქი­­დან 10 კი­­ლო­­მეტ­­­რ­­­ში მდე­­ბა­­რე­­ობს. პირ­­­ვე­­ლი ტა­­ძა­­რი აქ მე­­ა­­თე სა­­უ­­კუ­­ნე­­ში აუ­შე­­ნე­­ბი­­ათ. სა­­ფა­­რის მა­­მა­­თა მო­­ნას­­­ტერ­­­ში ქა­­ლა­­ქი­­დან ტაქ­­­სით 20 ლა­­რად მოხ­­­ვ­­­დე­­ბით.

ამას გარ­­­და, სო­­ფელ თი­­სელ­­­ში, აწ­ყუ­­რი­­დან 5-6 კი­­ლო­­მეტ­­­რ­­­ში, შე­­გიძ­­­ლი­­ათ მთის პა­­ტა­­რა მდი­­ნა­­რის მარ­­­ჯ­­­ვე­­ნა ნა­­პი­­რას მდგა­­რი გუმ­­­ბა­­თი­­ა­­ნი ეკ­­­ლე­­სი­­ის ნან­­­გ­­­რე­­ვი მო­­ი­­ნა­­ხუ­­ლოთ. მის უკან (აღ­მო­სავ­ლე­თით) შიშ­­­ვე­­ლი კლდე­­ე­­ბი­­ა, მდი­­ნა­­რის მე­­ო­­რე ნა­­პირ­­­ზე კი ტყით და­­ფა­­რუ­­ლი მთე­­ბი. ხუ­­როთ­­­მოძღ­­­ვ­­­რულ თა­­ვი­­სე­­ბუ­­რე­­ბა­­თა მი­­ხედ­­­ვით, XIV-XV სა­­უ­­კუ­­ნე­­ებ­­­ში უნ­­­და აე­შე­­ნე­­ბი­­ნათ.

ახალ­­­ცი­­ხის რა­­ი­­ო­­ნის სო­­ფელ ურა­­ველ­­­თან შე­­საძ­­­ლე­­ბე­­ლია მკა­­ფიო წი­­თე­­ლი შე­­ფე­­რი­­ლო­­ბის მომ­­­ც­­­რო ეკ­­­ლე­­სი­­ის ნან­­­გ­­­რე­­ვე­­ბის ნახ­­­ვა. ამ ტი­­პის შე­­ნო­­ბე­­ბი სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლო­­ში XI სა­­უ­­კუ­­ნე­­ზე გვი­­ან აღარ გვხვდე­­ბა. შე­­ნო­­ბას შერ­­­ჩე­­ნი­­ლი აქვს მცი­­რე­­ო­­დე­­ნი სამ­­­კა­­უ­­ლი და წარ­­­წე­­რა, რო­­მე­­ლიც თა­­რიღს არ შე­­ი­­ცავს. სო­­ფელ ჭუ­­ლევ­­­ში მე­­თოთხ­­­მე­­ტე სა­­უ­­კუ­­ნე­­ში აგე­­ბუ­­ლი წმი­­და გი­­ორ­­­გის სა­­ხე­­ლო­­ბის ეკ­­­ლე­­სია დგას.

სო­­ფელ წყორ­­­ძის და­­სავ­­­ლე­­თით შვე­­უ­­ლი კლდე­­ე­­ბია აღ­­­მარ­­­თუ­­ლი, რო­­მელ­­­საც ბა­­ი­­ებს ეძა­­ხი­­ან.

კლდის შუა სი­­მაღ­­­ლე­­ზე შე­­ნო­­ბა­­თა მთე­­ლი ჯგუ­­ფი­­ა: გა­­ლავ­­­ნის ნან­­­გ­­­რე­­ვე­­ბი, გა­­ლავ­­­ნის შიგ­­­ნით კი კლდე­­ზე მიბ­­­ჯე­­ნი­­ლი, თით­­­ქოს კლდე­­ში შედ­­­გ­­­მუ­­ლი, ორი ერ­­­თ­­­ნა­­ვი­­ა­­ნი ეკ­­­ლე­­სია დგას გვერ­­­დიგ­­­ვერდ. სა­­ვა­­რა­­უ­­დოდ, ეს მე­­თორ­­­მე­­ტე-­­­მე­­ცა­­მე­­ტე სა­­უ­­კუ­­ნის ძეგ­­­ლი­­ა.

შე­­გიძ­­­ლი­­ათ მო­­ი­­ნა­­ხუ­­ლოთ სო­­ფელ ღრო­­მის წმინ­­­და თევ­­­დო­­რე მღვდლის სა­­ხე­­ლო­­ბის ეკ­­­ლე­­სი­­ის ნაშ­­­თე­­ბი, რო­­მე­­ლიც სო­­ფელ ან­­­დ­­­რი­­აწ­­­მინ­­­დას­­­თან მდე­­ბა­­რე­­ობს. ის და­­თა­­რი­­ღე­­ბუ­­ლი არ არის, მაგ­­­რამ სა­­ვა­­რა­­უ­­დოდ მე­­ა­­თე სა­­უ­­კუ­­ნი­­სა­­ა.

სო­­ფელ სა­­ყუ­­ნეთ­­­ში წმი­­და გი­­ორ­­­გის სა­­ხე­­ლო­­ბის, კარ­­­გად შე­­მო­­ნა­­ხუ­­ლი ეკ­­­ლე­­სი­­ის ნახ­­­ვაა შე­­საძ­­­ლე­­ბე­­ლი. ეკ­­­ლე­­სია ქვით არის გა­­და­­ხუ­­რუ­­ლი. რო­­გორც ჩანს, ამ ტა­­ძარს ოს­­­მა­­ლე­­თის ბა­­ტო­­ნო­­ბის პე­­რი­­ოდ­­­ში მუს­­­ლი­­მე­­ბიც ღვთა­­ებ­­­რივ ძა­­ლას მი­­ა­­წერ­­­დ­­­ნენ, სწო­­რედ ამი­­ტომ შე­­მო­­ი­­ნა­­ხა ასე კარ­­­გად. სო­­ფელ წყრო­­ძა­­ში ორი ეკ­­­ლე­­სია არ­­­სე­­ბობს. უფ­­­რო სა­­ინ­­­ტე­­რე­­სოა შუა სო­­ფელ­­­ში, ხე­­ვის პი­­რას მდგა­­რი პა­­ტა­­რა სამ­­­ლოც­­­ვე­­ლო – უგუმ­­­ბა­­თო, ერ­­­თ­­­ნა­­ვი­­ა­­ნი შე­­ნო­­ბა. ის ძა­­ლი­­ან პა­­ტა­­რა­­ა, თლი­­ლი ქვი­­თაა აგე­­ბუ­­ლი. მი­­უ­­ხე­­და­­ვად იმი­­სა, რომ შე­­ნო­­ბის სიგ­­­რ­­­ძე-­­­სი­­გა­­ნე სულ რამ­­­დე­­ნი­­მე ნა­­ბი­­ჯი­­ა, მდიდ­­­რუ­­ლად მო­­ა­­ჩუ­­ქურ­­­თ­­­მეს. სა­­ვა­­რა­­უ­­დოდ, მე­­ცა­­მე­­ტე სა­­უ­­კუ­­ნე­­ში აა­გეს და ად­­­გი­­ლობ­­­რი­­ვი ფე­­ო­­და­­ლის კა­­რის ეკ­­­ლე­­სია იყო.

სამ­­­ცხე-­­­ჯა­­ვა­­ხე­­თის რე­­გი­­ო­­ნა­­ლუ­­რი გან­­­ვი­­თა­­რე­­ბის სა­­ა­­გენ­­­ტო­­ში ამ­­­ბო­­ბენ, რომ მცი­­რე და სა­­შუ­­ა­­ლო ტუ­­რის­­­ტუ­­ლი ბიზ­­­ნე­­სის გან­­­ვი­­თა­­რე­­ბის­­­თ­­­ვის, სამ­­­ცხე-­­­ჯა­­ვა­­ხე­­თის მთელ რე­­გი­­ონ­­­ში აქ­­­ცენ­­­ტი კეთ­­­დე­­ბა არა მხო­­ლოდ ის­­­ტო­­რი­­ულ ძეგ­­­ლებ­­­ზე, არა­­მედ აგ­­­რო და ეკო­­ტუ­­რიზ­­­მ­­­ზეც. გარ­­­და კონ­­­კ­­­რე­­ტუ­­ლად რო­­მე­­ლი­­მე ძეგ­­­ლის ნახ­­­ვი­­სა, მნახ­­­ველს შე­­უძ­­­ლი­­ა, გა­­სინ­­­ჯოს მეს­­­ხუ­­რი ტე­­ნი­­ლი ყვე­­ლი, ან რა­­ი­­მე სხვა, ად­­­გი­­ლობ­­­რი­­ვი კერ­­­ძი. ამ­­­ბო­­ბენ, რომ მო­­ბი­­ლი­­ზა­­ცია გა­­უ­­კე­­თეს იმ მო­­სახ­­­ლე­­ო­­ბა­­საც, რო­­მელ­­­საც სურ­­­ვი­­ლი აქვს გა­­და­­ემ­­­ზა­­დოს ტუ­­რის­­­ტულ სა­­კით­ხებ­­­ში – გი­­დო­­ბა, მე­­ნეჯ­­­მენ­­­ტი. ამა­­ში მათ პო­­ლო­­ნუ­­რი მხა­­რე, კრა­­კო­­ვის ეკო­­ლო­­გი­­ი­­სა და ტუ­­რიზ­­­მის მე­­ნეჯ­­­მენ­­­ტის ინ­­­ს­­­ტი­­ტუ­­ტი და­­ეხ­­­მა­­რათ.

სა­­ა­­გენ­­­ტო­­ში სურთ, რე­­გი­­ო­­ნი ტუ­­რის­­­ტებს მომ­­­ზა­­დე­­ბუ­­ლი შეხ­­­ვ­­­დეს არა მხო­­ლოდ ეკ­­­ლე­­სი­­ე­­ბი­­თა და რეს­­­ტავ­­­რი­­რე­­ბუ­­ლი ძეგ­­­ლე­­ბით, არა­­მედ ადა­­მი­­ა­­ნუ­­რი რე­­სურ­­­სით და სერ­­­ვი­­სე­­ბით. „ახ­ლა ყა­­ლიბ­­­დე­­ბა ტუ­­რის­­­ტუ­­ლი სა­­ა­­გენ­­­ტო­­ე­­ბიც, რომ­­­ლებ­­­საც ხელს ვუწ­ყობთ ტუ­­რე­­ბის შედ­­­გე­­ნა­­ში. თუ ვარ­­­ძია ძა­­ლი­­ან პო­­პუ­­ლა­­რუ­­ლი­­ა, მას­­­ში ვრთავთ სხვა ელე­­მენ­­­ტებ­­­საც. ვარ­­­ძი­­ი­­დან წა­­მო­­სუ­­ლი ადა­­მი­­ა­­ნე­­ბი შე­­იძ­­­ლე­­ბა ჭო­­ბა­­რეთ­­­ში შე­­ვიდ­­­ნენ, სა­­დაც ნა­­ხა­­ვენ ძველ მეს­­­ხურ ოდას და და­­ა­­გე­­მოვ­­­ნე­­ბენ მეს­­­ხურ ტე­­ნილ ყველს, ნა­­ხა­­ვენ მეს­­­ხურ ტან­­­საც­­­მელს და­­.ა.შ.”. უშუ­­ა­­ლოდ ახალ­­­ცი­­ხის ტუ­­რის­­­ტულ პო­­ტენ­­­ცი­­ალ­­­ზე სა­­ა­­გენ­­­ტო­­ში ამ­­­ბო­­ბენ: “ახალ­ცი­ხეს შვე­­ლის ად­­­გილ­­­მ­­­დე­­ბა­­რე­­ო­­ბა, ის, რომ გვერ­­­დით თურ­­­ქე­­თი და სომ­­­ხე­­თი­­ა”.

 

 

 

კომენტარები