ჩინეთი

ჩინელი პოლიტიკოსის მეუღლე ბრიტანელი ბიზნესმენის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრის ბო ხილაის მეუღლე გუ კაილაი ბრიტანელი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ითვლება.

სააგენტო Xinhua-ს ინფორმაციით, ჩინელი პოლიტიკოსის მეუღლე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ეჭვმიტანილის სტატუსით უკვე დაკითხეს. სააგენტოს ცნობით, კაილაისთან ერთად ბო ხილაის ერთ-ერთი დამხმარე პირიც იკითხება. პროკურორების ვერსიით, კაილაიმ და მისმა დამხმარემ ბიზნესმენი მოწამლეს.

ბრიტანელი ბიზნესმენის ნილ ჰეივუდის ცხედარი ქალაქ ჩუნცინის სასტუმროში 2011 წლის ნოემბერში იპოვნეს. ოფიციალური ვერსიით, სიკვდილის მიზეზი ალკოჰოლის გადამეტებული დოზით მოხმარება გახდა.

ბო ხილაის მეუღლე კიდევ ერთ ეჭვმიტანილთან ერთად აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აპრილში დააკავეს. თავად ხილაი კი ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.

 

კომენტარები