კუბა

დაღუპული კუბელი დისიდენტის ოჯახის წევრები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ

გასულ კვირას ავტოკატასტროფაში დაღუპული კუბელი დისიდენტის, ოსვალდო პაიას ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ აქტივისტი უბედური შემთხვევის შედეგად არ გარდაცვლილა.

BBC-ის ინფორმაციით, დაღუპული აქტივისტის ნათესავები აცხადებენ, რომ ავტომობილი, რომლითაც 60 წლის პაია პროვინცია გრანმაში გადაადგილდებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გაადგეს, რის შედეგადაც, მანქანა ხეს შეეჯახა. გარდაცვლილის შვილის თქმით, კუბის ოპოზიციის წარმომადგენელი დიდი ხნის განმავლობაში მუქარის წერილებს იღებდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ოსვალდო პაიამ ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც ხეს შეეჯახა. მასთან ერთად დაიღუპა მისი მოკავშირე 31 წლის ჰაროლდ სეპეროც. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კუბელ დისიდენტთან გამოსამშვიდობებლად ჰავანაში ასობით ადამიანი შეიკრიბა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ოსვალდო პაიას შესახებ განაცხადა, რომ ”იგი ადამიანთა უფლებისთვის დაუღალავად იბრძოდა.”

ოსვალდო პაია ”ვარელას პროექტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელიც კუბაზე სხვადასხვა რეფორმის გატარებას ითვალისწინებდა, მათ შორის ხელმოწერების შეგროვებას ადამიანის უფლებების დამცავი კანონების შემოღების მოთხოვნით.

კუბელი დისიდენტი სახაროვის სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატია. იგი ქვეყნის მთავრობის მიერ არაერთხელ ყოფილა დაკავებული.

 

კომენტარები