დაკავება

გურჯაანის პოლიციამ ქართული ოცნების წევრი დააკავა

შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა კოალიცია ქართული ოცნების წევრი, სოფელ ვაჩნაძიანის მკვიდრი გიორგი ნატროშვილი დააკავეს.

როგორც ცნობილია, გიორგი ნატროშვილს ბრალად გურჯაანის გამეგობის თანამშრომელი ქალბატონის ცემა ედება. დაკავებული გურჯაანის პოლიციაშია გადაყვანილი, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

სოფელ ვაჩნაძიანში დღეს ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, რასაც ინციდენტი მოჰყვა ივანიშვილის მომხრეებსა და გურჯაანის გამგეობის თანამშრომელ მაკო ჩითინაშვილს შორის.

მას შემდეგ რაც ჩითინაშვილმა ბიძინა ივანიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, გიორგი ნატროშვილმა მას სახეში გაარტყა.

კო­ა­ლი­ცია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კა­ხეთ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში დღეს ჩა­ვი­და, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ი­ნა­ხუ­ლა.

კომენტარები