ტელეკომპანია მაესტრო

მედიის წარმომადგენლები მაესტროს მხარდაჭერას უცხადებენ

ოცამდე მედიასაშუალების წარმომადგენლებმა დღეს თბილისში მარიოტში პროკურატურისათვის განკუთვნილ მიმართვას მოაწერეს ხელი. ხელმომწერები ტელეკომპანია მაესტროს სატელიტური ანტენების დაყადაღებას აპროტესტებენ და პროკურატურისგან ყადაღის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვენ.

ერთგვერდიან მიმართვა, რომლის სათაურია „მედია - ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ”, დანარჩენ ჟურნალისტებს გაზეთ რეზონანსის მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა გააცნო.

მიმართვა ორშაბათიდან გავრცელდება. როგორც მისი ხელმომწერები აცხადებენ, ისინი მომავალი კვირიდან მაესტროს მხარდამჭერი აქციებისა და შეხვედრების გამართვას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ მაესტროს მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ანტენების დაყადაღების შუამდგომლობით მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს ივლისის დასაწყისში მიმართა. პროკურატურის განმარტებით, ტელეკომპანიამ ანტენები ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელების დავალებით შემოიტანა და მოსახლეობისთვის მათ დარიგებას უსასყიდლოდ აპირებდა.

 

კომენტარები