ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართული ოცნება სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს

ქართული ოცნების პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კოალიცია სურვილს გამოთქვამს, პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილ ზარალის სალიკვიდაციო შტაბის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. მისივე თქმით, ქართული ოცნება და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მზად არიან, სტიქიის შედეგად დაზარალებული რეგიონების მოსახლეობას ყველანაირად დაეხმარონ.

"სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილს კონსტიტუციურად არ აქვს უფლება ქველმოქმედების, თორემ მას ძალიან უნდა, დაეხმაროს დაზარალებულებს. ეს იქნება ფულადი კომპენსაცია, თუ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება. ვთხოვ ხელისუფლებას, მოგვცეს უფლება და გვასწავლოს ლეგალური გზები, თუ როგორ შეიძლება, ჩვენი წარმომადგენლები ამ შტაბის მუშაობაში ჩაებან.” - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამჟამად სტიქიის შედეგად დაზარალებული კახეთის რაიონებში იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

 

კომენტარები