უკანასკნელი მონაცემებით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ტურისტული ავტობუსის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ტრანსპორტი, რომელსაც თელ–ავივის რეისით ჩამოფრენილი ისრაელის ტურისტები გადაჰყავდა, თვითმკვლელმა პიროვნებამ ააფეთქა.
BBC–ის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ისრაელის 6 მოქალაქე, ერთი ბულგარელი და თავად თვითმკვლელი პიროვნებაა. ინციდენტის შედეგად დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, თვითმკვლელს ყალბი ამერიკული მართვის მოწმობა ჰქონდა.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინსტრის ნიკოლაი მლადენოვის განცხადებით, აფეთქების მიზეზი ავტობუსში დამონტაჟებული ასაფეთქეელი მოწყობილობა გახდა. მისივე განცხადებით, ბულგარეთი ყველაფერს იღონებს რათა, დამნაშავეები დაისაჯონ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ ბურგასში მომხდარ აფეთქებაში ირანულ კვალს ხედავს. მისი თქმით, ირანი ამისთვის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.
ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია უკვე მიანიჭა.





