ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 36% ხმას ნაციონალურ მოძრაობას მისცემდა, 18% კი ქართულ ოცნებას. მოსახლეობის 22%-მა ჯერ არ იცის, ვის მისცემს ხმას. 5%-იან ბარიერს ვერ ლახავს სხვა ვერცერთი პარტია: ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობის რეიტინგი არ შეცვლილა და კვლავ 3%-ია. სხვა ოპოზიციური პარტიები ერთად ხმათა მხოლოდ 1%-ს აგროვებენ. ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ოფიციალურად პირველად გამოქვეყნა.
ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი თებერვლის შემდეგ 11%-ით დაეცა, ქართული ოცნების კი 8%-ით გაიზარდა. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, მოსახლეობის 34%-მა ნაციონალური მოძრაობა უპასუხა, 20%-მა კი ქართული ოცნება დაასახელა. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მოსახლეობის 4%-ის შეხედულებებთან დგას ახლოს.
კვლევა 4-22 ივნისს, ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებამდე ჩატარდა. მთელ საქართველოში 6,299 რესპოდენტი გამოიკითხა.




