აქცია

პარლამენტის შენობასთან მაესტროს ჟურნალისტების აქცია გაიმართა

დღეს პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტების აქცია გაიმართა. ჟურნალისტები მაესტროს ანტენების დაყადაღებას აპროტესტებდნენ.
აქციაზე ჟურნალისტებმა განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც მაესტროს სატელიტური ანტენებისთვის ყადაღის მოხსნასა და ტელეკომპანიის ყველა ოჯახისთვის მისაწვდომობას ითხოვენ.
"მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა! მოხსენით ყადაღა! დაუშვით "მაესტრო" ყველა ოჯახში! ჩვენთვის წართმეული თქვენ მაინც დაარიგეთ! ეს არის ყველა ის პრინციპი, რის გამოც ჩვენ, "მაესტროს" თანამშრომლები დღეს აქ შევიკრიბეთ. მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, აქვთ უფლება მიიღონ ინფორმაცია, აქვთ უფლება მოისმინონ განსხვავებული აზრი, ყველა ამ პრინციპს ჩვენ ყოველდღიურად ვრთავთ და გვსურს ყოველივე ეს მაყურებელს შეუფერხებლად მიეწოდოს. მოგვეცით შესაძლებლობა, შევასრულოთ ჩვენი პროფესიული მოვალეობა და დავიცვათ მოქალაქეების უფლება მიიღონ ინფორმაცია.''-ნათქვამია განცხადებაში.
აქციაში ლოზუნგით ,,მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა’’ ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტების გარდა, სხვადასხვა მედიასაშუალებების რამდენიმე ათეული წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

კომენტარები