ტელეკომპანია მაესტრო

„ეს შენ გეხება“ მაესტროს სატელიტური ანტენების შესახებ

სამოქალაქო კამპანიაში - „ეს შენ გეხება“ - შემავალმა საზოგადოებრივმა და მედიაორგანიზაციებმა ტელეკომპანია მაესტროს კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტი დამოუკიდებელი მედიასაშუალების საქმიანობის შეფერხების მცდელობად შეაფასეს.

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მას საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია იმის დასამტკიცებლად, რომ ტელეკომპანია მაესტრო ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებს ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით გაურიგდა.

ჯგუფმა  საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ადეკვატური რეაგირებისკენ, ხოლო ხელისუფლებას მტკიცებულებების საჯაროდ წარმოდგენისკენ მოუწოდა.

მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე არგუმენტი უკვე წარმოადგინა. ამ არგუმენტების საფუძველზე პროკურატურა აცხადებს, რომ ტელეკომპანია მაესტრომ ათასობით სატელიტური ანტენა შემოიტანა. ამასთან, მთელ პროცესს გეგმავდა და აკონტროლებდა არა მაესტრო, არამედ შპს ელიტა-ბურჯი.  

გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ სატელიტური ანტენების რეალური მესაკუთრის ანუ გლობალ კონტაქტ კონსალტინგისა და ელიტა ბურჯის დაფარვის მიზნით, ეს უკანასკნელი მზად იყო ანტენების ეტიკეტების ხელახლა დასამზადებლად და შესაფუთად რამდენიმე ასეული ათასი ამერიკული დოლარი გადაეხადა. თუმცა, აღნიშნული სქემის განხორციელება სრულად ვერ მოხერხდა და ტვირთის ნაწილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტების მიხედვით მაესტროს საკუთრებაა, ეტიკეტების მიხედვით, ისევ გლობალ კონტაქტ კონსალტინგს ეკუთვნის.

კომენტარები