ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალში გენპროკურატურის თანამშრომელი მოკლეს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი როლანდ ჩიტაევი მოკლეს. Interfax –ის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, უწყების წარმომადგენელი როლანდ ჩიტაევი გუშინ გვიან საღამოს ცხინვალში საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, მოგვიანებით კი მოკლეს.

საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მანქანა ცხინვალის ერთ–ერთ რაიონში მიტოვებულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. გავრცელებული ცნობით, ნაპოვნია თავად ჩიტაევის ცხედარიც. წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე დააკავეს ეჭვმიტანილი.

 

კომენტარები