დაკავება

შპს კრისტალის ხელმძღვანელი დააკავეს

შპს კრისტალის ხელმძღანელი ლევან დათუაშვილი, რომელიც დღეს დილიდან დაკითხვაზე იმყოფებოდა დააკავეს.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 288-ე მუხლებით, რაც გარემოსთვის საშიშ ნივთიერებებთან მუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღევავას გულისხმობს და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
ქლორის ავზი, საიდანაც გუშინ ღამით გაჟონვა მოხდა, შპს კრისტალს ეკუთვნოდა. კომპანიის სხვა თანამშრომლები ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფებიან. 
გუშინ ღამით, ლილოს დასახლებაში ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა, რომლებიც თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

კომენტარები