ვიზიტი

4 ივლისს საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა

ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის უმაღლესი ორგანოს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან. ჰერმან ვან რომპეი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირთან სისტემატურ ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ყველა ვიზიტი მნიშვნელოვანია.

 

კომენტარები