2015 წლის უეფას სუპერთასს თბილისი უმასპინძლებს

წლის 12 აგვისტოს საქართველო უეფას სუპერთასს უმასპინძლებს - ეს გადაწყვეტილება დღეს კიევში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ესწრებიან.

უეფას გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან მონაკო სუპერთასის ტრადიციული მასპინძელი აღარ იქნება. ამიერიდან ყოველწლიურად მას სხვადასხვა ქალაქი უმასპინძლებს. მაგალითად, 2013 წელს ფინალური მატჩი პრაღაში ჩატარდება, 2015 წელს კი ღონისძიების მასპინძელი საქართველო იქნება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დეტალები ცნობილი არ არის: ,,გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ, კიევში, საგანგებო პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვას კი ამომწურავი პასუხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების თბილისში დაბრუნების შემდეგ გაეცემა’’, - ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციაში.

კომენტარები