ივანიშვილი პოლიტიკაში

სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კოალიცია ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სარჩელი, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება.

განჩინება ბიძინა ივანიშვილს 14 დღეში გადაეცემა და მისი გასაჩივრება უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში შეეძლება.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებენ და პოლიტიკურ შეფასებას აძლევენ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სარჩელს არც უზენაესი სასამართლო არ დააკმაყოფილებს, საქმე ევროსასამართლომდე მივა. 

კომენტარები