ოკუპირებული ტერიტორიები

ალექსანდრ ანქვაბი: ვისაც აფხაზეთთან თანამშრომლობა სურს, მაგალითი რუსეთისგან უნდა აიღოს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის განცხადებით, მათ, ვისაც აფხაზეთთან თანამშრომლობა სურს, მაგალითი რუსეთისგან უნდა აიღოს. Ekhokavkaza - ს ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პირველმა პირმა ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" პროგრამების დირექტორებთან შეხვედრისას გააკეთა.

გამოცემის ცნობით, პროგრამების დირექტორებმა დე-ფაქტო პრეზიდენტს ევროკავშირის ფინანსური დახმარებით მომზადებული ანალიტიკური დასკვნა წარუდგინეს, რომელშიც საქართველო-აფხაზეთს შორის კონფლიქტია განხილული.

"ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული ინტერესი, შეხვედრები გავმართოთ დიპლომატებთან, რომლებიც საქართველოში არინ აკრედიტებულები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ქართული მხარის პოზიციას ახმოვანებენ. თუ მათ სურთ აფხაზეთთან თანამშრომლობა, მათ უნდა შეცვალონ ჩვენ მიმართ დამოკიდებულება და მაგალითი აიღონ რუსეთისგან, რომელიც მხარს გვიჭერს და გვეხმარება”. - განაცხადა ანქვაბმა.

აღნიშნულ შეხვერაზე აგრეთვე, განიხილეს დასავლეთის ქვეყნების პოზიცია აფხაზეთთან მიმართებაში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა.

 

კომენტარები