ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძრის დასავლეთის მკლავის რეკონსტრუქციისას თანამედროვე მასალას გამოიყენებენ

ბაგრატის ტაძრის დასავლეთის მკლავის რეკონსტრუქციისას გამოყენებული იქნება თანამედროვე მასალა და შესაბამის პროექტს იტალიელი არქიტექტორი ანდრეა ბრუნო საპატრიარქოში დაახლოებით ერთ კვირაში წარადგენს.

ამის შესახებ საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის პრესმდივანმა თამარ კვანტალიანმა ტაბულასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სარესტავრაციო სამუშაოები მხოლოდ დასავლეთის მკლავზეა შეჩერებული. ტაძრის დანარჩენ ნაწილზე სამუშაოები კი ძველი პროექტის მიხედვით ხორციელდება.

”არქიტექტორი ანდრეა ბრუნო მუშაობს ბაგრატის ტაძრის დასავლეთის მკლავის სარეკონსტრუქციო პროექტის ახალ ვარიანტზე, სადაც გათვალისწინებული იქნება საპატრიარქოს სამეცნიერო საბჭოს მოთხოვნები და რეკომენდაციები. დასავლეთ მკლავის ნაწილში მინა და ლიფტი გამოყენებული არ იქნება. შეთანხმების თანახმად, გამოიყენებენ თანამედროვე მასალას, მაგრამ პატრონიკეს ძველი მხატვრული სახე აღდგება.” - აღნიშნა თამარ კვანტალიანმა ტაბულასთან საუბარში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ხვალ  სანქტ-პეტერბურგში გაიმართება, ბაგრატისა და გელათის ტაძრის საკითხი განიხილება. 

კომენტარები