ფილმი

თიბისი და კშიშტოფ ზანუსი

წელს თიბისი ბანკი 20 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით გამოვა მხატვრული ფილმი, რომელშიც 12 რეჟისორი 12 თვეზე მოგვითხრობს. ტაბულა უკვე წერდა ამ პროექტზე და პირველ ნამუშევრებზე. ახლა მაისის ეპიზოდის გადაღება მიმდინარეობს.

“კაცი, რომელსაც ვუყვარდი” – ასე ჰქვია რეჟისორ ანა ურუშაძის ფილმს. სეგმენტი ორი მეგობარი გოგოს (ია სუხიტაშვილი და თამარ ბზიავა) ერთი დილის ისტორიას მოგვითხრობს. ანა ურუშაძის ფილმის სცენარი მარიამ პერტიამ დაწერა ანა კორძაია-სამადაშვილის ნოველის მიხედვით. ოპერატორი გიორგი შანიძე იქნება, მხატვარი კი შორენა ფსუტური.

6-9 ივნისს თბილისში, პროექტის ფარგლებში, ჩამოვიდა ცნობილი პოლონელი რეჟისორი კშიშტოფ ზანუსი, რომელმაც თავისი მდიდარი გამოცდილება და ისტორია ახალგაზრდა ქართველ რეჟისორებს გაუზიარა. თიბისი ბანკის პროექტში მონაწილეობას აპირებენ ვიმ ვენდერსი და იშტვან საბო. 12 ფილმზე მუშაობა კი გრძელდება და დასრულებულ ნამუშევარს მაყურებელი 17 დეკემბრიდან იხილავს.

 

კომენტარები