ფილმი

ნოე

ფილმების – “რესტლერი”, “შავი გედი”, “შადრევანი”, “პი” რეჟისორი, დარენ არონოფსკი, ახალ პროექტზე მუშაობას შეუდგა. “ნოე”, ასე ქვია რეჟისორის ოცნების ფილმს რომლის გადაღებაც მას უკვე წლებია უნდა და როგორც იქნა საჭირო დაფინანსება მოიპოვა.

“ნოე” ამავე სახელწოდების ბიბლიურ პერსონაჟის ისტორიას მოგვითხრობს. კიდობანის შექმნის ამბავს, მისი და შვილების ურთიერთობას და ხალხის დამოკიდებულებას ნოეს წამოწყებაზე. ნამუშევარში მთავარ როლს რასელ ქროუ შეასრულებს. დარენ არონოფსკის ნოეს როლზე კრისტიან ბეილი ან მაიკლ ფასბინდერი სურდა, მაგრამ დატვირთული გრაფიკის გამო ვერცერთმა ვერ მოახერხა ფილმში მონაწილეობის მიღება. “ნოეში” რასელ ქროუს გარდა მონაწილეობას ჯენიფერ კონელი, ემა უოტსონი, ლოგან ლერმანი და დუგლას ბუტი მიიღებენ. ჯერ–ჯერობით უცნობია ვინ შეასრულებს მთავარი ანტაგონისტის როლს. ფილმის გადაღებები მომავალ წელს დაიწყება და სავარაუდოდ 2014 წელს გამოვა.

კომენტარები