კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, პოლიციელები გლობალ TV-ს ყვარელში მდებარე საწყობშიც შევიდნენ. ანტენების მონტაჟი შეწყვეტილია, საწყობში მიმდინარეობს მათი აღწერა სამართალდამცავების მიერ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიციელებმა თბილისსა და ქობულეთში „გლობალ TV"-ის დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღება დაიწყეს. პროკურატურის განცხადებით, კომპანია „ელიტა ბურჯის“ ცენტრალურ და სხვა საწყობებში პოლიციის შესვლა „განპირობებულია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით. ზემოთ აღნიშნული ანტენების ძირითადი ნაწილი სწორედ „ელიტა ბურჯის" საწყობებშია განთავსებული“.
ცოტა ხნის წინ ელიტა ბურჯის ტერიტორიაზე პოლიციამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები შეუშვა.




