საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ათენში, დღეს საღამოს, პარტია ახალი დემოკრატიის ლიდერმა, ანტონის სამარასმა პრემიერ მინისტრის რანგში ერთგულების ფიცი დადო. ის სათავეში მოექცა სამი პარტიის კოალიციურ მთავრობას, რომელსაც მოუწევს ქვეყნის ფინანსურ კრიზისთან გამკლავება.

BBC - ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრად ინაუგურაციის შემდეგ სამარასმა განაცხადა, რომ მთავრობა ყველა ღონეს იხმარს ”კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად“.

შეგახსენებთ, რომ სამარასის პარტია ახალი დემოკრატია, რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ერგო კვირის საპარლამენტო არჩევნებში, ორშაბათიდან აწარმოებდა მოლაპარაკებას სოციალისტურ პარტია პასოკთან და პარტია დემოკრატ მემარცხენეებთან.

კოალიციაში შემავალი სამივე პარტია ემხრობა საბერძნეთის ევროზონაში დარჩენას და აგრეთვე, ათენის მიერ უცხოელ კრედიტორებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. 

 

კომენტარები