ასანჟის პროცესი

ჯულიან ასანჟს პატიმრობა ემუქრება

ბრიტანეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადასტურეს, რომ WikiLeaks - ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ამჟამად პოლიციისთვის მიუწვდომელია, რადგან იგი უცხო ქვეყნის საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება.

ლონდონის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ასანჟი ეკვადორის საელჩოს დატოვებს, რომელშიც იგი სამშბათის შემდეგ იმყოფება, მას თავდებით გათავისუფლების პირობის დარღვეის გამო დაუყოვნებლივ დააპტიმრებენ. WikiLeaks - ის დამფუძნებელი გირაოს პირობით იყო გაათავისუფლებული, სანამ სასამართლო მისი შვედეთში ექსტრადაციის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ასანჟი რამდენიმე დღის წინ ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში გამოცხადდა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

ავსტრალიელ ჟურნალისტსა და პუბლიცისტს ბრალად შვედეთში ჩადენილი სექსუალური დანაშაული ედება. თავად ჯულიან ასანჟი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ”პოლიტიკურად მოტივირებულია”. მას შვედეთში ექსტრადაცია ემუქრება.

WikiLeaks - ზე სხვადასხვა დროს აშშ-ის სამხედრო უწყების და სახელმწიფო დეპარტამენტის ათასობით საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა.

 

 

კომენტარები