ასანჟის პროცესი

ჯულიან ასანჟი შესაძლოა შვედეთს გადასცენ

პროექტ WikiLeaks - ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი შესაძლოა დიდი ბრიტანეთიდან შვედეთში იქნეს ექსტრადირებული.

ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ ასანჟის მიერ შეტანილი აპელაცია შვედეთში მისი გადაყვანის გასაჩივრების შესახებ ხუთი ხმით ორის წინააღმდეგ უარყო.

აღნიშნული გადაწყვეტილებით გაერთიანებული სამეფოს სასამართლო სისტემამ ასანჟის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა - WikiLeaks - ის დამფუძნებელს მიღებული გადაწყვეტილების ბრიტანეთში გასაჩივრების უფლება აღარ აქვს.

ავსტრალიელ ჟურნალისტსა და პუბლიცისტს ბრალად შვედეთში ჩადენილი სექსუალური დანაშაული ედება. თავად ჯულიან ასანჟი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ”პოლიტიკურად მოტივირებულია”.

 

კომენტარები