ასანჟის პროცესი

ჯულიან ასანჟმა შვედეთში მისი ექსტრადაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა

WikiLeaks - ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ადვოკატებმა ბრიტანეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტის შვედეთში ექსტრადირება უნდა განხორციელდეს, გაასაჩივრეს.

ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ ასანჟის მიერ შეტანილი მორიგი აპელაცია, შვედეთში მისი გადაყვანის გასაჩივრების შესახებ, უარყო.

ასანჟის შვეიცარიაში ექსტრადირება სასამართლოს მიერ აპელაციის გადახედვამდე არ მოხდება.

ავსტრალიელ ჟურნალისტსა და პუბლიცისტს ბრალად შვედეთში ჩადენილი სექსუალური დანაშაული ედება. თავად ჯულიან ასანჟი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ”პოლიტიკურად მოტივირებულია”.

WikiLeaks - ზე სხვადასხვა დროს აშშ-ის სამხედრო უწყების და სახელმწიფო დეპარტამენტის ათასობით საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა.

 

კომენტარები