შსს

პოლიციელის მოსყიდვაში ბრალდებულ ზაზა ჭელიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პოლიციელის მოსყიდვაში ბრალდებულ ზაზა ჭელიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

შსს-ს ცნობით, ზაზა ჭელიძემ პოლიციელი ლაშა კურტანიძე მოისყიდა და მას პოლიციელების მნიშვნელოვანი თათბირების ფარული ჩაწერა მოსთხოვა, რის სანაცვლოდაც ლაშა კურტანიძემ 3 ათასი დოლარის ოდენობით თანხა მიიღო. 

ამჟამად ლაშა კურტანიძე მიმალულია და მასზე შსს-ს ძებნა აქვს გამოცხადებული. 

აღიარებით ჩვენებაში ზაზა ჭელიძემ განაცხადა, რომ კურტანიძისთვის გადასაცემი თანხა, მან ქართული ოცნების წევრისგან, ირაკლი სესიაშვილისგან მიიღო და მოპოვებული ჩანაწერებიც მას გადასცა.

კოალიცია ქართული ოცნების წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ზაზა ჭელიძე პროვოკაციის მსხვერპლია. მისი თქმით, ჭელიძეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, ადვოკატის დაუსწრებლად მიაცემინეს.

 

კომენტარები