ქსენია სობჩაკი

ქსენია სობჩაკი შესაძლოა დააპატიმრონ

ქსენია სობჩაკი

რუსი ტელეწამყვანი და ოპოზიციური აქციების აქტიური მონაწილე ქსენია სობჩაკი შესაძლოა დააპატიმრონ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ქსენია სობჩაკს ბრალს გადასახადებისგან თავის არიდებაში სდებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც სობჩაკის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციელებმა  სოლიდური თანხა, მილიონ-ნახევარი ევრო აღმოაჩინეს.

თავად ტელეწამყვანი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდებები პროვოკაციულია.

,,თავს არ ვიმართლებ, რადგან ეს არაფერში მჭირდება. შეამოწმონ, მე შემიძლია ოფიციალურ დონეზე ყველანაირი დოკუმენტი წარვადგინო. ჩვენ უკვე დიდი ხანია ამისთვის მზად ვართ.’’-განაცხადა ქსენია სობჩაკმა.

რუსი უფლებადამცველები აღნიშნულ ფაქტს ქსენია სობჩაკისა და სხვა ოპოზიციონერების პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

კომენტარები