მოდა

ჯაშუშობიდან დეფილემდე

ანა ჩაპმანი, რუსეთის ჯაშუში, რომელსაც 2010 წელს, 9 სხვა პირთან ერთად, დაატოვებინეს ამერიკა, დღეს თურქეთში, ანკარაში გამართულ მოდის ჩვენებაზე მოდელის ამპლუაში გამოჩნდა. ყოფილ ჯაშუშს წითელი კაბა ეცვა, ხოლო გვერდზე შავ სათვალესა და შავ კოსტიუმში ჩაცმული ორი მამაკაცი მოჰყვებოდა.

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის  წინ, ჩაპმანმა თავის გულშემატკივრებს ტვიტერით აცნობა, რომ Dosso Dossi მოდის ჩვენებაზე ანკარაში გამოსვლას აპირებდა და მისი ჰონორარი ვოლგოგრადში, მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებს გადაეცემოდათ.

მას შემდეგ, რაც 30 წლის ჩაპმანი რუსეთში „დააბრუნეს“, ის აქტიურად ჩაერთო საზოგადო საქმიანობაში. ჩაპმანი დეფილეებზე გამოდის, ერთ-ერთ გამომცემლობაში რედაქტორად მუშაობს და ლექციებს კითხულობს.

კომენტარები