ინვესტიციები

ნიკა გილაური: 2012 წლის პირველ კვარტალში 270 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა

წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიცია წინა წელთან შედარებით 60-65%-ით მეტია. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა.

,,2012 წლის პირველ კვარტალში 270 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც ძალიან კარგი ციფრია. ეს მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელს 60-65%-ით აღემატება.’’-განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ მინისტრის თქმით, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების გაზრდა, სამუშაო ადგილების მომატებას გამოიწვევს. 

,,მთავრობა ინვესტიციების მზარდ ტემპს ხედავს მეორე კვარტალშიც. რეალურად საქართველოში სამუშაო ადგილებს ქმნის პირდაპირი ინვესტიციები. 60-70%-იანი ზრდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უმუშევრობის მაჩვენებელი წელსაც შეგვიმცირდება.’’-აღნიშნა ნიკა გილაურმა.

კომენტარები