ერაყი

ერაყში აფეთქებების სერიას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის რამდენიმე ქალაქში განხორციელებული აფეთქებების სერიის შედეგად 60–მდე ადამიანი დაიღუპა. BBC - ის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმრავლესობა შიიტი მომლოცველია. დაშავებულია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.

გამოცემის ცნობით, აფეთქებებს, რომლებიც ბაღდადში შიიტ პილიგრიმთა შეკრების ადგილას განხორცილდა, 18 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხოლო ქალაქ ჰილაში ერთ–ერთ რესტორანთან ორი დანაღმული ავტომანქანა ერთდროულად აფეთქდა.

კიდევ ორი აფეთქება ქეყნის ჩრდილოეთით განხორციელდა, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს შიიტები შეადგენენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თავდასხმებს რელიგიური ნიშნით დაპირისპირებას უკავშირებენ.

გასულ წლებში შიიტების რელიგიური ცერემონიალები არაერთხელ გამხდარა სუნიტების თავდასხმის ობიექტი.

 

კომენტარები