არჩევნები 2012

ივანიშვილის ინტერვიუ გაზეთ ასავალ-დასავალში

ივანიშვილმა არჩევენების გაყალებების შანსი კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა, რომ ამის საშუალებას ის მმართველ პარტიას არ მისცემს. მომავალი არჩევნების, ჰილარი კლინტონის ვიზიტისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის შესახებ ივანიშვილმა ასავალ-დასავალთან ინტერვიუში ისაუბრა. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პატივისცემა ასავალ-დასავალის მიმართ, NDI-სა და IRI-ს კვლევებს კი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ”დახატული” უწოდა. კოალიციის ლიდერმა ინტერვიუში ასევე განაცხადა რომ საარჩევნო ბიულეტენზე ნომერი 7 იქნება, პარტიას კი ”ივანიშვილი-ქართული ოცნება” ერქმევა. ინტერვიუში ივანიშვილმა ასევე ისაუბრა, ელექტროკომპანია თელასის შეყიდვის სურვილის შესახებ. 

კომენტარები