წყალმომარაგება

პრეზიდენტი წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოვა

მიხეილ სააკაშვილი უახლოეს პერიოდში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოვა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანჯგალაძის განმარტებით, ინიციატივა ეხება 24-საათიან წყალმომარაგებას საქართველოს ყველა ქალაქში და ასევე სოფლებში წყალგაყვანილობის სისტემის მოწყობას. მისი განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის შესახებ მიხეილ სააკაშვილი უახლოეს მომავალში თავად ისაუბრებს.

"ეს არის პროგრამა, რომელიც სოფლებისა და რაიონების წყალმომარაგების გაუმჯობესებას მოემსახურება. ინიციატივა ეხება ბათუმს, ფოთს, ქუთაისს, უკლებლივ ყველა რაიონულ ცენტრს და რა თქმა უნდა, ჩვენს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას". - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

 

კომენტარები