ივანიშვილი პოლიტიკაში

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ქონება დაყადაღდება

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლო ბიძინა ივანიშვილის ქონებას აღსრულების ღონისძიების სახით ყადაღას დაადებს.

Грузия онлайн - ის ინფორმაციით, ქართული ოცნების ლიდერს შეუძლია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს, თუმცა, ივანიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულებამდე ჯარიმის თანხა უნდა გადაიხადოს, იმის მიუხედავად, თუ რა დროის განმავლობაში გაგრძელდება პროცესი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გუშინ ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორი ოქმის საფუძველზე 148 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა.

 

კომენტარები