არჩევნები 2012

მაესტროს ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

9 ივნისს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია მაესტროს ინტერვიუ მისცა, რომელშიც კონტროლის პალატის ქმედებებზე, ჰილარი კლინტონის ვიზიტსა და ქუთაისში დაგეგმილი კოალიციის აქციაზე ისაუბრა. უცვლელად გთავაზობთ ინტერვიუს.

მაესტრო: საუბარი კონტროლის პალატის ბოლოდროინდელი მოქმედებებით მინდა, დავიწყო. მან დააჯარიმა უკვე რამდენიმე კომპანია, ასევე სავარაუდოდ დააჯარიმებს კიდევ რამდენიმეს.

ბიძინა ივანიშვილი: ივანიშვილსაც.

მაესტრო: ივანიშვილსაც. თქვენ გცნოთ სამართალდამრღვევ სუბიექტად. არსებობს მოსაზრება საზოგადოებაში, რომ კლინტონის ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოში, ხელისუფლება კიდევ უფრო გააქტიურდა და უფრო აამუშავა ეს ბერკეტი. თქვენ თუ დაინახეთ ხელისუფლების განსხვავებული მოქმედება კლინტონის ვიზიტის დასრულების შემდგომ?

ბიძინა ივანიშვილი: ვფიქრობ, ხელისუფლება ცდილობს, სახე შეინარჩუნოს და ეს მოსალოდნელი იყო. მათ ძალიან აშფოთებთ და აღელვებულები არიან, რომ ქუთაისშიც არ მოხდეს მსგავსი დიდი მუხტის შექმნა, რაც მოვახერხეთ და ვაჩვენეთ თბილისში. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი სახის შენარჩუნებას. მე პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე, რა არის მათი სახე - სიცრუე თუ ძალადობა. სხვათა შორის, ახლა ორივეს შესანარჩუნებლად იბრძვიან.

დაჯარიმებებს რაც შეეხება, პირადი, თუ ჩემი ორგანიზაციების, თუ ჩემთან დაკავშირებული ორგანიზაციების, ან ორგანიზაციების, რომლებიც ჩემთან კავშირში არ არიან, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობენ, დააკავშირონ. ეს ყველაფერი მიმართულია მხოლოდ ერთი მიმართულებით, როგორმე ანტენების გავრცელება შეჩერდეს. რეგიონებში ანტენების გავრცელებით, მოგეხსენებათ მოხდება გავრცელება მათ შორის თქვენი ტელევიზიის და სხვა ობიექტურად გამშუქებელი ტელევიზიები მოახერხებენ, რომ რეგიონებში ინფორმაცია შეიტანონ. შესაბამისად, სააკაშვილის ტელევიზიების სიცრუე დაკნინდება და ეს არის მათთვის დამღუპველი.

ეს ერთი და მეორე არის ძალადობა - იმერეთში რომ დააკავეს ჩვენი რამდენიმე თანაგუნდელი, იქ ნაწილი ახალგაზრდების ხელისუფლების კარგად დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგნენ, ამის მსხვერპლნი გახდნენ, ჩვენ მათაც არ მივატოვებთ. აუცილებლად ვიბრძოლებთ ბოლომდე და მათ დროზე ადრე გავათავისუფლებთ. ესენი ვერ მოახერხებენ ამდენ ხანს მათ დაჭერას და დაპატიმრებას, რამდენადაც ეს აბსოლუტურად უკანონოდ განახორციელეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალგაზრდები, პროვოკაციაში, როგორღაც ჩაითრიეს, როგორც ჩანს, მე ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა., მაგრამ იქ ძალიან ბევრი კითხვა რჩება. მიუხედავად ამისა,  ამ ახალგაზრდებს ჩვენ მაქსიმალურად დავუდგებით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ არავინ შეეხოს, დააზიანოს და რომ აღვადგინოთ სამართლიანობა.

ისტერიაშია სააკაშვილი, აგონია აქვთ და ხვდებიან, რომ ყველაფერი მთავრდება. ცდილობენ როგორმე ამ ორი მეთოდით და სხვა სალაპარაკო მას საკუთარ ხალხთან არაფერი არ ააქვს სიცრუისა და ძალადობის გარდა მას სხვა ენა აღარ დარჩა.  მაქსიმალურად ცდილობენ, როგორმე ქუთაისში შეაფერხონ ხალხის ჩამოსვლა. ამას ვერ შეძლებენ, ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც ხალხს სურს. ხალხი არის  მომართული და ყველაფერი ისე მოხდება, როგორც დაგეგმილი გვაქვს.

განსაკუთრებით ბრძოლობენ ჩემს წინააღმდეგ -გადავიდნენ გვარზე, ორგანიზაციები აღარ ყოფნის, ტოტალურად ცდილობენ, რომ შეაჩერონ როგორმე ივანიშვილი. ეს არის სააკაშვილის ძირითადი პრობლემა, მაგრამ ვერაფერს იზამენ. მათი ნებისმიერი მცდელობა ფუჭად დამთავრდება, ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას.

მე მინდა, მოსახლეობამ დაინახოს, როგორ ძალადობას ახორციელებენ ჩემზე და თითოეულმა ცოტა აიტანოს. მე ძალიან ბევრს ვიტან. ლამის ახლა ცდილობენ, ყველაფერს მიადგნენ, თუკი რამეა ჩემ ირგვლივ აბსოლუტურად ყველაფერის გაჩერებას და დაპატიმრებას ცდილობენ, ყველანაირ შეურაცხყოფას მაყენებენ, მაგრამ კარგად ვაცნობიერებ, რომ ჩვენ ვართ ბრძოლაში. მე ყველაფერს ამას გაგებით ვიღებ და მინდა, საქართველოს მოსახლეობამაც ნახოს, რომ მე ვიტან ამას ყველაფერს და რაღაც პატარა შეურაცხყოფები თითოეულმაც აიტანეთ. გასაგებია, რაღაცას უნდა გაუძლოთ და გადავიტანოთ და მოვიშოროთ ეს მოძალადე და ერთი კაცი იდეოლოგიაზე უარი უნდა ვთქვათ.

მაესტრო: ჩაგეკითხებით, ბატონო ბიძინა, თქვენ დაინახეთ, თუ არა, რომ ხელისუფლებამ გააძლიერა კლინტონის ვიზიტის შემდეგ ზეწოლა ქართულ ოცნებაზე?

ბიძინა ივანიშვილი: თქვენ ალბათ მხედველობაში გაქვთ, საზოგადოებაში ჭორი დადის, რომ თითქოს ჰილარი კლინტონმა მწვანე შუქი აუნთო სააკაშვილს, ძალიან ბევრი ჭორი შემოდის ჩვენთანაც. მე კარგად ვიცი, მერაბიშვილის ძირითადი სამსახური არის სეთურის სამსახური, სიცრუეზე აგებული,  რასაც ესენი აკეთებენ. სპეციალური ჭორიკანები, რომლებიც ასეთ ჭორს ავრცელებენ და ასეთი ყავთ ასეულობით მთელ საქართველოში. აი, რითი არიან დაკავებული და სად იხდება ჩვენი ფული, მოსახლეობის. სეთურის სამსახური ახერხებს, რომ გაავრცელოს ასეთი ჭორი,  თითქოს, კლინტონმა მწვანე შუქი აუნთო სააკაშვილს. ამ დროს მწვანე შუქი კი არ აუნთო, რეალურად, ვინც უყურა ამ შეხვედრას, ძალიან კარგად ჩანდა და ვისაც ანალიზის უნარი აქვს, რომ კლინტონმა რამდენჯერმე შეახსენა მათ, რომ სააკაშვილის წასვლის დროა და ხელისუფლება უნდა გადააბაროს.

ეს რამდენჯერმე ჩანდა, შეკითხვებში, თუ მის გამოსვლაში, რომ ის გასაცილებლად ამზადებდა სააკაშვილს. ეს ყველაფერს ამას ემჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ძალიან ცდილობდა იქ სპექტაკლის დადგმას საკუთარი ჟურნალისტებით და იმ ჩაკითხვებით, რაც მოახერხეს. 2 ჩაკითხვა მოხდა - რუსთავი 2 და იმედი იყო, მგონი, მეორე. შეკითხვებზე რეაქციასაც თუ მიაქციეთ ყურადღება იქ კლინტონის რეაქცია შეკითხვებზე იყო აბსოლუტურად ადეკვატური. როდესაც სააკაშვილი ისევ რუსეთით შეშინებას ცდილობდა და დაგეგმილი შეკითხვა მისცა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტი იყო მგონი, ძალიან კარგად უპასუხა ქალბატონმა კლინტონმა, რომ თქვენ საქმეს მიხედეთ და არჩევნები ჩაატარეთ დემოკრატიულად, ეს არის ძირითადი გასაღები და ეს არის თქვენი ძირითადი დაცვა. ის ვინც ანალიზს ვერ ახერხებს და მაინც იბნევა, გამოსვლა არ იყო ისე მარტივი, კლინტონი დიპლომატიურად ძალიან ცდილობდა, დარჩენილიყო დიპლომატიის ფარგლებში, იქ ზედმეტი არაფერი ეთქვა. ეს მოახერხა და ძალიან კარგად გააკეთა. გამცილებელ კაცს ზოგჯერ აქებენ კიდეც და რაც შეიძლებოდა, ძალიან ძუნწად, მაგრამ რაღაც საქებარი სიტყვებიც წამოცდა და ამან არ დააბნიოს ხალხი.

 და თუ მაინც ვერ ახერხებენ ამის კარგ ანალიზს, ძალიან კარგი იქნება სააკაშვილის დემოკრატიის ძირითადი იდეოლოგის, გიგა ბოკერიას რეაქცია ნახეთ და შეკითხვებზე როგორ პასუხობს, როდესაც მას ეკითხებიან კლინტონის ვიზიტზე, ის ვერ მალავს გაღიზიანებას და ორჯერ ახსენებს ასეთ სიტყვებს, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ და ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს არჩევნები და ეს ქართველი ხალხის გასარკვევია და არა რომელიმე სახელმწიფოსი. მეგობრული სახელმწიფოც თუა და აშკარა მინიშნება იყო ამერიკაზე.

 ბოკერია ესწრებოდა არა მარტო პრესკონფერენციას, შიდა შეხვედრასაც და სადაც აშკარად ჩანდა და ეს იგრძნობა ყველგან, რომ სააკაშვილს დაჟინებით ეუბნებიან, უნდა წახვიდე, წახვიდე დროულად და არჩევნებით. ბოკერიამ ამით გაღიზიანება ვერ დამალა გარეთ პასუხებში და ამერიკას ახსენებს უკვე, ქართველ ხალხს არა, რომ ეს არის სუვერენული სახელწმიფოს და ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. ადრე თუ ესენი ცდილობდნენ, მუდმივად ბოკერიაც და სხვა იდეოლოგებიც, რომ ამერიკამ არჩევანი გააკეთა და ეს არჩევანი აუცილებლად უნდა იყოს სააკაშვილი, დღეს პირიქით ამერიკას მიანიშნებენ და ქართველი ხალხის გასაგონადაც ამბობენ, რომ ამერიკის გადასაწყვეტი არ არის ეს, რამდენადაც არ აწყობთ ამერიკის პოზიცია, რომელიც მკვეთრადაა გამოხატული. მკვეთრად ის კი არაა გამოხატული, რომ ვინმეს უჭერენ მხარს, ივანიშვილი არ მყავს მხედველობაში, ქართველ ხალხს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უჭერენ მხარს ამერიკელები,  არა სააკაშვილს და ბოკერიამ ეს ვერ დამალა.

ამავდროულად სხვა იდეოლოგები დაიგივე ბოკერიაც თავისსავე შეკითხვებში იმასაც ვერ  მალავს, რომ ასეთი გადაცემა ხელისუფლების ყველა არჩევნებზე ხდება და მერე რა მოხდა, რომ მოგვიწოდა კლინტონმა, რომ ხელისუფლების გადაცემა უნდა მოხდესო.  აბა, ნახეთ, სად იყო2008 წლის არჩევნების დროს მსგავსი მოწოდებები, რომ ხელისუფლება უნდა გადაეცეს და გადაეცეს კანონიერად.  არც აქ არის დამთხვევა და აშკარა მინიშნებებია ყველგან, რომ სააკაშვილს უთხრეს, შენი დრო დამთავრდა და წადი და ეს ასეც მოხდება. იქ  სადაც ბოკერია ამბობს, რომ ხალხის გადასაწყვეტია, არ ვიცი, რომელ ქართველ ხალხზე აპელირებს, რომელმა ხალხმა უნდა მისცეს ხმა, მის დემოკრატიას და სააკაშვილის დემოკრატიას. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ოღონდ გადაწყვეტს ობიექტურად და ისე აღარ გაცრუვდება და მოტყუვდება, როგორც მოტყუვდა 2003 წელს.

მაესტრო: იმ მოსაზრებას, რომ კლინტონმა მწვანე შუქი აუნთო სააკაშვილს თქვენ არ იზიარებთ, მაშინ რით უნდა ავხსნათ ცხადად გამკაცრებული პოლიტიკა თქვენ მიმართ?

ბიძინა ივანიშვილი: აი, მაგით უნდა ავხსნათ ზუსტად. სააკაშვილი წითელ ხაზზე დადიოდა მუდამ და ახლა გადავიდა წითელ ხაზს იქით, არღვევს და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ის, რაც დარჩა. არაფერი დარჩა სათქმელი ქართველ ხალხთან, გარდა სიცრუისა და ძალადობისა. ცდილობს ამ ბოლო იარაღების მაქსიმალურად გამოყენებას და უყურებს რეაცქიებსაც. როგორი იქნება ქართველი ხალხის რეაქცია, პირველ რიგში და შემდეგ როგორი იქნება ამერიკის და ევროპის რეაქცია. გპირდებით, რომ შესატყვისი რეაქციები იქნება და მას არ ექნება ამის საშუალება. ესენი არიან ისტერიაში, აგონიაში მყოფი კაცის ქმედებაა ეს, ბოლო გაფართხალება, როგორც იმერლები იტყვიან, დარჩათ ბოლო მოძრაობები, რომ როგორმე მოახერხონ და შეინარჩუნონ. რა თქმა, უნდა ამას ვერ მოახერხებენ და მე ახლა მინდა, მივმართო იმერლებს, ესენი გამწარებულად და გამწვავებულად ცდილობენ, რომ ქუთაისში იმერლებს, რომ ახლა ესენი გამწარებულად და გააფთრებულად ცილობენ, რომ არ მოხდეს ხალხის შეკრება.

მინდა, ვუთხრა , კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმერლებს და ქუთაისელებს, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ არავის მივატოვებთ, ამათ აღარანაირი ძალა აღარ დარჩათ, ბოლო ამოსუნთქვით ცდილობენ. არ შეშინდეთ, ესენი მხოლოდ მშიშრებზე ახერხებენ ძალადობას, ვინც დაუდგება, ესენი ეცლებიან და ერიდებიან

მაესტრო: რის საფუძველზე აკეთებთ ამ ოპტიმისტურ პროგნოზს, როდესაც თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ხელისუფლება ყველანაირ ბერკეტს იყენებს და ყველაფერზე არის წამსვლელი, რომ ხელი შეგიშალონ?

ბიძინა ივანიშვილი: მე ვაკეთებ ხალხის განწყობის საფუძველზე და ჩვენი კოალიციის სიძლიერის საფუძველზე. ჩვენ გავძლიერდით დღეს. გაძლიერდა სამოქალაქო სექტორი, გაძლიერდნენ, ჩემი აზრით, ოპოზიციური ჟურნალისტებიც. მათი სიმრავლე შეიმჩნევა რეგიონებში. თქვენი მხრითაც, თქვენი ტელევიზია, მე ამას აქტიურად ვადევნებ თვალ-ყურს. და საერთოდ, გადამწყვეტი ისაა, რომ ხალხმა გაიგო, შეიძლება დანდობა ჩვენს კოალიციაზე. შიში შეიძლება იყო ერთი ფაქტორი, მაგრამ მეტი ფაქტორი იყო იმაში დარწმუნება, რომ შეიძლება, ახალ ძალას ენდონ. ამაში არის ჩემი როლი, ჩვენი კოალიციის როლი, ხალხმა ნახა, რომ ჩვენზე დაყრდნობა შეიძლება და ნდობა შეიძლება და შესაბამისად განწყობა არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ისინი ეძებენ გამოსავალს ამ მოძალადე ხელისუფლებისგან და ამას ვერავინ შეაჩერებს. ტყუილია ამათი მცდელობები, მოჩვენებითია, ამიტომ ჩვენ ისევ მაგრად დავუდგებით. კიდევ ვაჩვენებთ მუხტს, ამის შემდეგ ისევ ვაჩვენებთ მუხტს  და ოქტომბრამდე ისე ჩავალთ, არავითარი გაძალიანების უფლება აღარ ექნებათ. ეს სულ მალე. აი, ეს ქუთაისი ახლა კარგად უნდა ჩავიტანოთ.

ესენიც კარგად ხვდებიან და ქუთაისის საშინლად ეშინიათ. ნახეს, რომ დაკარგეს თბილისი, ახლა ცდილობენ როგორმე მეორე პლაცდარმი, ქუთაისი, შეინარჩუნონ. ესენი არც ქუთაისელებს იცნობენ.

მაესტრო: თქვენ იცნობთ?

ბიძინა ივანიშვილი: რა თქმა უნდა,  მე ვიცნობ ქართველებს, მე ადამიანის ხასიათი ვიცი კარგად და განსაკუთრებით კარგად ვიცი ქართველების და ქუთაისლების. ეს ჩემი მხარეა, ჩემი იმერეთია და კიდევ უფრო კარგად ვიცი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც ქართველ ხალხს სურს და ყველაფერი იქნება ისე, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს ერთი ახირებული კაცის ნება და ჟინი ვერ შეაჩერებს. 

კომენტარები