ღვინო

ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანია

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, 8 ივნისიდან ჩინეთში ქართული ღვინის საღამოს უმასპინძლებს, რომელსაც ჰონგ-კონგში ცნობილი ღვინის მაგისტრი და ამ თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტი დებორა მეიბურგი გახსნის. მეიბურგი საერთაშორისო თრეიდერებს ქართული ღვინის უპირატესობებს გააცნობს.

საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი სტუმრებს ქართული ალკოჰოლური სასმელების საექსპორტო პოტენციალს გააცნობს. გარდა ამისა, საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით დაგეგმილია შეხვედრები ქართველ მწარმოებლებს და იმპორტიორებს შორის.

ჩინეთის შემდეგ ქართული ღვინისა და პროდუქციის სადეგუსტაციო მიღება 12 ივნისს, სეულში გაგრძელდება. ქართულ ალკოჰოლურ სასმელებს კომპანიები: ასკანელი ძმები, ბაგრატიონი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, ქინძმარაულის მარანი და თბილღვინო წარადგენენ.

 

კომენტარები