ნორვეგია

ანდერს ბრეივიკისთვის მეგობრებს ”დაიქირავებენ”

ნორვეგიელ ტერორისტს ანდერს ბრეივიკს, რომელმაც შარშან, 22 ივლისს კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი მოკლა, საკანში დაქირავებულ ”მეგობრებს” შეუსახლებენ, რომლებიც მასთან ერთად ჭადრაკით ”გაერთობიან” და სხვადასხვა თემაზე ისაუბრებენ.

”ჩვენ დავიქირავებთ ხალხს, რომლებიც ანდერს ბრეივიკთან ჭადრაკით შეიქცევენ თავს ან, ვთქვათ, ჰოკეის ითამაშებენ”, - განაცხადა ციხის დირექტორმა კნუტ ბიარკეიდმა ნორვეგიულ გაზეთში ვერდენს განგში გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

ნორვეგიის კანონმდებლობით, პატიმრის საკანში ხანგრძლივი დროით მარტო გაჩერება აკრძალულია.

ანდერს ბრეივიკს 21-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 33 წლის ნორვეგიელ  ტერორისტს საბოლოო განაჩენს დაახლოებით ერთ თვეში გამოუტანენ.

კომენტარები