პალესტინა

ღაზას სექტორში ქართველი ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა

ღაზას სექტორში პალესტინელ ტერორისტებთან შეტაკებისას ქართველი ებრაელი სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი ნეთანიელ მოშიაშვილი დაიღუპა.

Грузия Online - ის ინფორმაციით, 21 წლის სერჟანტი დღეს გამთენიისას გარდაიცვალა. გამოცემის ცნობით, ღაზას სექტორში შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის გამყოფ ბარიერთან ერთ-ერთმა პალესტინელმა ტერორისტმა მიახლოება მოახერხა და საზღვრის გადაკვეთა სცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, საზღვრის დაცვისას მოშიაშვილს ტერორისტმა ცეცხლი გაუხსნა. სამხედრო მოსამსახურე მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

გამოცემის ცნობით, შეტაკებაში მონაწილე ტერორისტი პალესტინის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები ახმედ აბუ ნასერია.

 

კომენტარები