გამოცდების ეროვნული ცენტრი

გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები შესაძლოა პოლიციის აკადემიის თანამშრომლებმა ჩაანაცვლონ

გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წასულ თანამშრომლებს პოლიციის აკადემიის თანამშრომლებით ჩაანაცვლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთმა უკვე ყოფილმა თანამშრომელმა ბელა არუთინოვამ გაავრცელა.

,,მინისტრს ეჩქარებოდა გაეგო, ვრჩებოდით თუ არა სამსახურში. როგორც მან გვითხრა, პასუხი დროულად უნდა გვეთქვა, თუ არ ვრჩებოდით სამსახურში, რათა ახალი თანამშრომლებით ჩავენაცვლებინეთ. ჩვენ პოლიციის აკადემიის თანამშრომლებით ჩაგვანაცვლებენ, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ტესტირების საკითხში გამოცდილები არიან. ‘’-განაცხადა ბელა არუთინოვამ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის თამარ ცხადაძის ცნობით, კანონით დაკისრებული ვალდებულება, ერთი თვის ვადაში მუშაობის გაგრძელების თაობაზე, განცხადების დამწერებს სავარაუდოდ მოეხსნებათ.

კომენტარები