მიწისძვრა

იტალიაში მიწისძვრას მსხვერპლი ისევ მოჰყვა

დღეს იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში მომხდარი მიწისძვრა მსხვერპლით დასრულდა. მიწისქვეშა ბიძგებმა, რომლის სიმძლავრეც 5,8 მაგნიტუდას შეადგენდა, თხუთმეტამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

იტალიის ცენტრალურ მთავრობას დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ჯერ არ განუცხადებია.

იმავე რეგიონში, ემილია-რომანიას ჩრდილოეთ ნაწილში, 9 დღის წინ, მიწისძვრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათობით მძიმედ დაშავდა. დღევანდელმა მიწისძვრამ 20 მაისის სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობები დაანგრია. 

კომენტარები