საბერძნეთი

ხვალ იყო სირიზა

სი­რი­ზას ლი­დე­რი ალექ­სის ციპ­რა­სი

სა­ბერ­ძ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის კა­რო­ლოს პა­პუ­ლი­ა­სის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 17 ივ­ნისს გა­ი­მარ­თე­ბა. ამის მი­ზე­ზი ქვე­ყა­ნა­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მ­ნის შე­სა­ხებ მო­რი­გი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლა გახ­და – 2012 წლის 8 მა­ისს, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან ორი დღის შემ­დეგ, სა­ბერ­ძ­ნე­თის მე­მარ­ცხე­ნე რა­დი­კა­ლურ­მა პარ­ტი­ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვა. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სა­ბერ­ძ­ნეთს ეყო­ლე­ბა ტექ­ნი­კუ­რი მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც სა­თა­ვე­ში უმაღ­ლე­სი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი სა­სა­მარ­თ­ლოს, სა­ხელ­მ­წი­ფო საბ­ჭოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პა­ნა­ი­ო­ტის პიკ­რა­მე­ნო­სი ჩა­უდ­გე­ბა.

სი­რი­ზას ლი­დე­რის, ალექ­სის ციპ­რა­სის თქმით, მი­სი პარ­ტია არ ითა­ნამ­შ­რომ­ლებს იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­თან, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის სა­ბი­უ­ჯე­ტო დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვ­ლოდ, ევ­რო­კავ­ში­რის და მსოფ­ლიო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის­გან მოთხოვ­ნი­ლი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას და­უ­ჭე­რენ მხარს. მე­მარ­ცხე­ნე რა­დი­კა­ლე­ბი (ციპრასის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით) სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ორ­გა­ნოს სთა­ვა­ზო­ბენ ევ­რო­ზო­ნას­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დ­თან მკაც­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ შე­თან­ხ­მე­ბა­ზე უარის თქმას, მაგ­რამ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას მა­ინც ითხო­ვენ.

6 მა­ისს ჩა­ტა­რე­ბულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის დათ­ვ­ლის შე­დე­გად გა­ირ­კ­ვა, რომ სა­ბი­უ­ჯე­ტო ეკო­ნო­მი­ის მხარ­დამ­ჭერ­მა მმარ­თ­ველ­მა პარ­ტი­ებ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბა და­კარ­გეს. მათ ჯამ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 32% მი­ი­ღეს. კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ახა­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის პარ­ტი­ას ხმე­ბის 19% ერ­გო, მე­ო­რე ად­გილ­ზე 17%-ით მე­მარ­ცხე­ნე კო­ა­ლი­ცია სი­რი­ზა გა­ვი­და, ხო­ლო მმარ­თ­ველ კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პა­სო­კის პარ­ტია მე­სა­მე ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნ­და ხმე­ბის 13%-ით. სი­რი­ზის ლი­დერ­მა ალექ­სის ციპ­რას­მა ევ­რო­კავ­შირ­თან შე­თან­ხ­მე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი გა­ნაცხა­და და მე­მარ­ცხე­ნე კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მ­ნა გა­დაწყ­ვი­ტა.

წი­ნას­წა­რი გათ­ვ­ლე­ბით, ვა­დამ­დელ არ­ჩევ­ნებ­ზე სი­რი­ზას, სხვა კი­დევ უფ­რო რა­დი­კა­ლურ მე­მარ­ცხე­ნე პარ­ტი­ებ­თან ერ­თად, გა­მარ­ჯ­ვე­ბის დი­დი შან­სი აქვს. ახალ­გაზ­რ­და რა­დი­კა­ლი ციპ­რა­სი სა­ბერ­ძ­ნეთ­ში დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და ით­ვ­ლე­ბა, რომ სა­ბერ­ძ­ნეთ­-ევ­რო­კავ­ში­რის რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი შე­უძ­ლია შე­ას­რუ­ლოს.

არ­ჩევ­ნებ­მა სა­ბერ­ძ­ნეთ­ში მე­მარ­ცხე­ნე ან­ტი­ევ­რო­პუ­ლი ძა­ლე­ბის ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მოს­ვ­ლის შან­სე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ზარ­და, ხო­ლო 37 წლის ალექ­სის ციპ­რა­სი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი გახ­და.

ციპ­რა­სი ათენ­ში სა­ბერ­ძ­ნე­თის სამ­ხედ­რო ხუნ­ტის და­ცე­მი­დან 3 დღის შემ­დეგ, 1974 წელს და­ი­ბა­და. პო­ლი­ტი­კა­ში ახალ­გაზ­რ­დო­ბი­დან­ვე ჩა­ერ­თო. 1991 წელს სა­ბერ­ძ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახ­ლად მო­სუ­ლი მე­მარ­ჯ­ვე­ნე მთავ­რო­ბის მი­ერ გა­ნათ­ლე­ბის არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი რე­ფორ­მის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად 17 წლის ციპ­რას­მა სკო­ლე­ბის ოკუ­პა­ცია თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად გა­დაწყ­ვი­ტა და რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ათე­ნის არა­ერ­თი სკო­ლა და­ი­კა­ვა.

ეს მის­თ­ვის თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი პე­რი­ო­დი იყო და თი­ნე­ი­ჯერ­მა მე­მარ­ცხე­ნე რა­დი­კალ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­მა­ტე­ბა პირ­ვე­ლად სწო­რედ მა­შინ გა­მოს­ცა­და – სკო­ლის მოს­წავ­ლე აქ­ტი­ვის­ტ­მა მთავ­რო­ბის­გან აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­ზე დათ­მო­ბას მი­აღ­წი­ა, შეხ­ვ­და ახალ­გაზ­რ­და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე და თა­ნა­მო­აზ­რე სტუ­დენტ გო­გო­ნა ბე­ტი ბა­ზი­ა­ნას და მას­თან­ვე და­ა­კავ­ში­რა მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბა. წყვილს ახ­ლა ერ­თი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს და მე­ო­რეს ახ­ლო მო­მა­ვალ­ში ელო­დე­ბა.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მან ათენ­ში­ვე მდე­ბა­რე ნა­ცი­ო­ნა­ლურ ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ­შე­ნებ­ლო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა და, პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­ნაგ­რ­ძო.

მა­ლე მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა რა­დი­კალ მე­მარ­ცხე­ნე­ებ­სა და მწვა­ნე­თა მე­მარ­ცხე­ნე პარ­ტი­ას და­უ­კავ­შირ­და. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პო­ლი­ტი­კა სა­ქა­ლა­ქო პო­ლი­ტი­კით შე­იც­ვა­ლა და 2006 წელს ციპ­რას­მა სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა ათე­ნის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ზე წა­რად­გი­ნა ახა­ლი მე­მარ­ცხე­ნე კო­ა­ლი­ცია სი­რი­ზას სა­ხე­ლით. ახალ­გაზ­რ­და პო­ლი­ტი­კოს­მა დე­ბი­უ­ტის­თ­ვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­დე­გი მი­ი­ღო – გა­მოც­დილ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ებ­თან გა­მარ­თულ სა­არ­ჩევ­ნო ბრძო­ლა­ში ციპ­რას­მა მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

არ­ჩევ­ნე­ბი­დან სულ რა­ღაც ოთხ წე­ლი­წად­ში, ციპ­რა­სი პარ­ტი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ლი­დე­რად აირ­ჩი­ეს. 34 წლის ასაკ­ში ის სა­ბერ­ძ­ნე­თის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი გახ­და, რო­მელ­მაც ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ გა­აკ­რი­ტი­კა სა­ბერ­ძ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფი­ნან­სუ­რი აღ­დ­გე­ნის გეგ­მა.

ციპ­რა­სის თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დი­ტო­რე­ბის­გან სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის და პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ის პო­ლი­ტი­კის მოთხოვ­ნა სა­ბერ­ძ­ნეთს არა­ფერს არ­გებს: „მალე ისი­ნი დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე უარის თქმა­საც მოგ­ვ­თხო­ვენ”, გა­ნაცხა­და ციპ­რას­მა.

თვის და­საწყის­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე კო­ა­ლი­ცია სი­რი­ზამ ამომ­რ­ჩე­ველ­თა ხმე­ბის 17% მო­ი­პო­ვა, რა­მაც ალექ­სის ციპ­რა­სი სა­ბერ­ძ­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტ­ში რი­გით მე­ო­რე ყვე­ლა­ზე დი­დი პარ­ტი­ის ლი­დე­რად და ბერ­ძ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის ერ­თ­-ერთ საკ­ვან­ძო ფი­გუ­რად აქ­ცი­ა.

ზო­გი­ერ­თი ბერ­ძე­ნი პო­ლი­ტი­კო­სი თვლის, რომ ციპ­რას­მა ბო­ლომ­დე ვერ ახ­ს­ნა თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და გეგ­მე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­გა­ლი­თად, ეკო­ნო­მის­ტი და Greece's Free-Marketeer Drassi Party-ს ლი­დე­რი მი­რან­და ხა­ფა ამ­ტ­კი­ცებს, რომ ციპ­რა­სი რე­ა­ლო­ბის­გან შორს დგას და მი­სი მე­სი­ჯე­ბი პო­პუ­ლის­ტუ­რი­ა. ის მომ­ხ­რე­ებს ჰპირ­დე­ბა, რომ ბო­ლოს მო­უ­ღებს მტა­ცებ­ლურ ეკო­ნო­მი­კას და სა­ბერ­ძ­ნე­თის ევ­რო­ზო­ნა­ში დარ­ჩე­ნას უზ­რუნ­ველ­ყოფს, რაც რე­ა­ლუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა.

ევ­როს­ტ­რუქ­ტუ­რებ­სა და სა­ბერ­ძ­ნეთს შო­რის შემ­დ­გა­რი შე­თან­ხ­მე­ბის თა­ნახ­მად, თუ ქვე­ყა­ნა სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯებს 14,5 მი­ლი­არ­დი ევ­რო­თი შე­ამ­ცი­რებს, და­მა­ტე­ბით 240-მილიარდევროიან ტრანშს მი­ი­ღებს. გა­მო­კითხ­ვე­ბის თა­ნახ­მად, ბერ­ძ­ნე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ევ­რო­ზო­ნა­ში დარ­ჩე­ნას უჭერს მხარს, მაგ­რამ იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არ უნ­და, რა­საც ქვე­ყა­ნას ევ­რო­ზო­ნის წევ­რო­ბა აკის­რებს. ევ­რო­ზო­ნა­ში სა­ბერ­ძ­ნე­თის მი­ღე­ბა თა­ვი­დან­ვე გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კ­ვა, რომ და­წე­სე­ბულ მოთხოვ­ნებს სა­ბერ­ძ­ნე­თი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და.

სა­ბერ­ძ­ნეთ­ში შექ­მ­ნილ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ ბევ­რი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა ჩა­აგ­დო რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით გერ­მა­ნია და მი­სი მე­თა­უ­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი. მერ­კე­ლის ქრის­ტი­ა­ნულ­-­ლი­ბე­რა­ლუ­რი კო­ა­ლი­ცია რე­გი­ო­ნულ არ­ჩევ­ნებს არ­ჩევ­ნებ­ზე აგებს გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხ­დელ­თა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო. საქ­მე ისა­ა, რომ გერ­მა­ნი­ის მშპ-ის 8% სამ­ხ­რეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბი­სათ­ვის იხარ­ჯე­ბა. მერ­კე­ლის თქმით, სა­ბერ­ძ­ნეთ­თან შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა არ გა­და­ი­ხე­დე­ბა. არაა გა­მო­რიცხუ­ლი, მე­მარ­ცხე­ნე რა­დი­კა­ლე­ბის მთავ­რო­ბა­ში მოს­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ბერ­ძ­ნე­თის ევ­რო­ზო­ნის და­ტო­ვე­ბას მერ­კე­ლის სა­ხით დი­დი ლო­ბის­ტი გა­მო­უჩ­ნ­დეს.

გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია აქვს პა­რიზს. ათენს პა­რი­ზის 65 მი­ლი­არ­დი ევ­რო მარ­თებს (სახელმწიფო ვა­ლი), ფრან­გუ­ლი კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ ვა­ლი კი 37 მი­ლი­არ­დი ევ­რო­ა. ამას ემა­ტე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­არ­დი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფრან­გუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი სა­ბერ­ძ­ნეთ­ში, აგ­რეთ­ვე მას­თან საფ­რან­გე­თის სა­ვაჭ­რო ბა­ლან­სი − 1,87 მი­ლი­არ­დი ევ­რო. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, სა­ბერ­ძ­ნე­თის ევ­რო­ზო­ნი­დან გას­ვ­ლა და დრაქ­მის დაბ­რუ­ნე­ბა მის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­სა და დე­ვალ­ვა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს, რაც საფ­რან­გე­თის სა­ვაჭ­რო ბა­ლან­ს­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს. გა­მო­დის, რომ ევ­რო­ზო­ნი­დან სა­ბერ­ძ­ნე­თის გას­ვ­ლამ საფ­რან­გე­თი შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ აზა­რა­ლოს. თუმ­ცა, სა­ბერ­ძ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მე­მარ­ცხე­ნე რა­დი­კა­ლე­ბის მოს­ვ­ლამ უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში.

 

კომენტარები