კანის ფესტივალი

კანის ფესტივალზე გამარჯვება მიხაელ ჰანეკეს ფილმმა მოიპოვა

კანის წლევანდელ საერთაშორისო ფესტივალზე მთავრი პრიზი ავსტრიელი რეჟისორის ფილმმა მიიღო. ოქროს პალმის რტო წილად მიხაელ ჰანეკეს ფილმ სიყვარულს ხვდა.

ფილმი ფრანგულ ენაზეა გადაღებული და მასში მთავარ როლს ჟან ლუი ტრენტინიანი ასრულებს.

მიხაელ ჰანეკესთვის ეს უკვე მეორე ოქროს პალმის რტოა. 2009 წლის კანის ფესტივალზე მთავრი პრიზი მისმა ფილმმა თეთრმა ბაფთამ დაიმსახურა.

ფესტივალის მეორე პრიზი, გრანპრი, იტალიელი რეჟისორის მატეო გარპონეს ფილმმა რეალითი-შოუმ მოიპოვა, ხოლო საუკეთესო მსახიობად დანიელი მადს მიკელსენი დასახელდა, რომელიც ფილმ ნადირობაში ასრულებს მთავარ როლს. 

კომენტარები