კანის ფესტივალი

პედრო ალმადოვარი კანის 70-ე ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

Getty Images

ლეგენდარული ესპანელი რეჟისორი პედრო ალმადოვარი 2017 წლის კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, კანის 70-ე კინოფესტივალი ასეთი საპატიო პოზიციიდან აღვნიშნო. მადლობელი ვარ ამ პატივისთვის, თუმცა ცოტა შეშინებული. მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა, იყო ჟიურის თავმჯდომარე. იმედი მაქვს, რომ სამუშაოს შევასრულებ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საკუთარ თავს, სხეულსა და სულს მივუძღვნი ამ საქმეს, რადგან ეს არის დიდი პრივილეგია და პატივი", - თქვა ალმადოვარმა.

ალმადოვარი კანის ფესტივალის მთავარი პრიზზე, პალმის რტოზე 5-ჯერ იყო წარდგენილი. 4-ჯერ კი კანის ფესტივალზე სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვება მოახერხა.

გასულ წელს კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე რეჟისორი ჯორჯ მილერი იყო.

კანის 70-ე ფესტივალი 17 მაისს დაიწყება.

კომენტარები