ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართული ოცნების მხარდამჭერების აქცია თავისუფლების მოედანზე

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე კო­ა­ლი­ცია ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი შეიკრიბნენ. აქ­ცია კო­ა­ლი­ცი­ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­საწ­ყისს ეძ­ღვნე­ბა.

მხარ­დამ­ჭე­რე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოედ­ნის­კენ რამ­დე­ნი­მე კო­ლო­ნად და­იძ­რნენ - ვა­კის პარ­კი­დან, დი­ნა­მოს სტა­დი­ო­ნიდან და ავ­ლაბ­რი­დან. აქ­ცი­ას, კო­ა­ლი­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე პარ­ტი­ე­ბის გარ­და, ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძე, სა­ხალ­ხო კრე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ძმე­ბი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი. აქციაზე იყო ქართული დასის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურიაც, რომელმაც განაცხადა რომ ის კოალიცია ქართულ ოცნებას შეუერთდება.

 თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა წარადგინა.

Washington Post-ის მონაცემებით, აქციას დაახლოებით 40,000 ადამიანი ესწრებოდა, Express News-ის და აქციის ზოგიერთი ორგანიზატორის ცნობით კი აქციაში მონაწილეობა 250,000-300,000 ადამიანმა მიიღო.

კომენტარები