ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: აქციების შეძენა ნებისმიერ ბიზნესმენს შეუძლია

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში სტუმრობისას, საქართველოს რკინიგზის, ყაზტრანსგაზისა  და თელასის აქციების შესაძლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

ბიძინა ივანიშვილმა, კითხვაზე აპირებს თუ არა ის, აღნიშნული აქციების შეძენას, კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა  და აღნიშნა, რომ საფონდო ბირჟაზე გამოტანილი კომპანიის ყიდვა, ნებისმიერ ბიზნესმენს შეუძლია.

,,თელასისა და საქართველოს რკინიგზის აქციების გატანა სურდათ ბირჟაზე და ამით ნებისმიერი ბიზნესმენი შეიძლება დაინტერესდეს, ამაში გასაოცარი არაფერია. მე არ მიყვარს წინასწარ განცხადებების კეთება და შესაბამისად, ახლა ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, რომ დავინტერესდე ამაში გასაოცარი არაფერია.’’-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ხსენებული კომპანიებით ბიძინა ივანიშვილის დაინტერესების შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. 

კომენტარები