საფრანგეთი

საფრანგეთში პრეზიდენტის და მინისტრების ხელფასი 30%–ით შემცირდა

საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და მისმა სოციალისტურმა მთავრობამ ჟან–მარკომ ეროს ხელმძღვანელობით სახელმწიფოს ლიდერისა და მინისტრების ხელფასების 30%-ით შეკვეცის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

ახალი მთავრობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ საკუთარი ხელფასი შეამცირეს და აგრეთვე, მიიღეს ეთიკური კოდექსი, რომელიც სამინისტროების ხარჯებისა და მინისტრების მივლინებების დანახარჯის შემცირებას უზრუნველყოფს.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფრანსუა ოლანდმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი თავის ხელფასს შეამცირებდა.

ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რადიკალურად განსხვავდება საფრანგეთის ყოფილი პირველი პირის, ნიკოლა სარკოზის ქმედებისაგან, რომელმაც 2007 წელს პრეზიდენტის პოსტის დაკავებისას, პირველ რიგში, ხელფასი გაიზარდა.

 

კომენტარები