მაისს ბიძინა ივანიშვილის კოალიციის, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ აქციას 11 არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდება. ამის შესახებ დღეს ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა პუშკინის სკვერში გამართულ საინფორმაციო აქციაზე განაცხადეს.
"ჩვენ ვუერთდებით 27 მაისის შეკრებას, რადგან გვინდა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების გზით შეიქმნას სამართლიანი გარემო, დამოუკიდებელი სასამართლო, იყოს თავისუფალი მედია, ანგარიშვალდებული მთავრობა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება.” - აღნიშნა მოძრაობა "არას" ხელმძღვანელმა ლევან ჩიტაძემ.
აქციაში მონაწილეობას შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ - „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, ”პატიმართა საერთაშორისო თანამეგობრობა“, მოძრაობა „არა“, "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისათვის“, მოძრაობა „ივერიელები“, „7 ნოემბერი“, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ცენტრი, „პატიმართა უფლებების დაცვის სამოქალაქო ფონდი“, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის - ევროკონვენციის მე-6 მუხლი“, „ქალთა უფლებების დაცვა“ და „ჩვენი უფლებებისთვის“.
კოალიცია ქართული ოცნება 27 მაისს მანიფესტაციას თავისუფლების მოედანზე გამართავს.





