ჩინეთი

უსინათლო დისიდენტი ახალ ჩინურ პასპორტს მიიღებს

უსინათლო ჩინელი დისიდენტი ჩენ გუანჩენი და მისი ოჯახის წევრები 15 დღის განმავლობაში ახალ ჩინურ პასპორტებს მიიღებენ. BBC - ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის მთავრობასა და გუანჩენს შორის შეთანხმება შედგა.

უსინათლო დისიდენტის განცხადებით, ახალი პასპორტების საშუალებით იგი ნათესავებთან ერთად აშშ-ში გაემგზავრება. მისი თქმით, პეკინის ოფიციალურმა პირებმა იგი საავადმყოფოში მოინახულეს, სადაც პეკინში აშშ-ს საელჩოში გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ გუანჩენი მკურნალობის კურსს გადიოდა.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ჩინეთის წარმომადგენლობა წინააღმდეგობას არ გაუწევს უსინათლო აქტივისტს  იმ შემთხვევაში, თუ იგი საზღვარგარეთ გამგზავრებას გადაწყვეტს.

უსინათლო დისიდენტი აპრილის ბოლოს ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან შინაპატიმრობიდან გაიქცა. იგი ექვსი დღის განმავლობაში პეკინში ამერიკის საელჩოში იმალებოდა.

კომენტარები