აშშ

ბომბი საცვალში

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ალ ყაიდას ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა. იემენში ალ ყაიდას დაჯგუფება ამერიკის მიმართულებით თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდა. BBC-ის ინფორმაციით, თვითმკვლელ ტერორისტს ასაფეთქებელი მოწყობილობა საცვალში უნდა დაემალა.

საერთაშორისო მედიის ცნობით, თავდასხმის აღკვეთა ალ ყაიდას ქსელში ჩანერგილი აგენტის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. საცვალში დამალული ბომბის ამოღება მანამდე მოხდა, სანამ თვითმფრინავი და მისი მგზავრები  რისკის წინაშე აღმოჩნდებოდნენ.

ტერორიზმთან ბრძოლაში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბრენანი აცხადებს, რომ ეს თავდასხმა შეერთებული შტატებისთვის მყისიერ საფრთხეს არ წარმოადგენდა, ვინაიდან პრეზიდენტი გეგმის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში იყო ინფორმირებული და გამოძიების ფედერალური ბიურო თავდასხმის აღსაკვეთად აქტიურად მუშაობდა.

 

კომენტარები